"მთავარ მოწმეზე ზეწოლა განხორციელდა" - ფირცხალავას განცხადება სასამართლო პროცესიდან
სამართალი - 17:23, 08 Sep, 2015     1509

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ირაკლი ფირცხალავა იმ სატელეფონო მუქარას გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე დღის უკან ირაკლი ქადაგიძის პირად მობილურ ტელეფონზე განხორციელდა. ფირცხალავა დაინტერესდა, არის თუ არა საქმე აღძრული, რა მუხლით და რა ეტაპზეა გამოძიება.

„თქვენო ღირსებავ, მე მინდა, თქვენ და საზოგადოებას მოგაწოდოთ ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რატომ ვთქვი წინა სასამართლო სხდომაზე უარი მესარგებლა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით. უარი ვთქვი იმ მოტივით, რომ არ მინდოდა პატიოსანი მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების საფრთხეში ჩაგდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან დაპირისპირებული მხარეა კრიმინალური სამყარო და მათი წევრები. დიდი ალბათობით ვვარაუდობდი, რომ ნაფიც მსაჯულებზე განხორციელდებოდა ზეწოლა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ჩვენს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მთავარ მოტივად მოწმეებზე შესაძლო ზეწოლას ასახელებს. მინდა მოგახსენოთ, რომ მთავარი მოწმე პროკურატურამ დასაკითხ პირთა სიაშიც კი არ შეიყვანა. ეს გახლავთ ირაკლი ქადაგიძე. ამ ადამიანის მიმართ იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო სხდომები არ ტარდებოდა, თუ არ ვცდები ხუთი თუ ექვსი სატელეფონო მუქარა განორციელდა და მას ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით. ემუქრებიან ადამიანს, რომელმაც ოც წელიწადზე მეტი ქვეყნის სამსახურში გაატარა, ემუქრებიან ადამიანს, რომელიც კრიმინალების ნასროლი ტყვიით თავშია დაჭრილი, ემუქრებიან ადამიანს, რომელიც ვახტანგ გორგასლის ორდენის პირველი ხარისხის კავალერია. მე მინდა სასამართლო საქმის კურსში ჩავაყენო ყოველივე აღნიშნულის შესახებ. გამომდინარე აქედან, მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ სხვა პოლიცილებზეც ხორციელდება ანალოგიური მუქარის შემცველი შეტყობინებები“- განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42