მოლდოვამ ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია რეისიდან მოხსნა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
მსოფლიო - 14:26, 07 Sep, 2015     5365

მოლდოვის ხელისუფლებამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ოფიციალური დელეგაცია რეისიდან მოხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, მოლდოვამ აფხაზი მაღალჩინოსნების დეპორტაცია მოახდინა და ქვეყანაში შესვლა 10 წლით აუკრძალა.

„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრ პროტესტს გამოხატავს მოლდოვის მხარის მიმართ და მიიჩნევს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მაღალჩინოსნების მიმართ გამოხატული ქმედება, მიუღებელი და დისკრმინაციულია. საგარეო უწყება მიმართავს საერთაშრისო თანამეგობრობასა და მოლდოვა-დნესტრისპირეთის კონფლიქტის მედიატორებს, ობიექტურად შეაფასონ მომხდარი მოვლენა, რათა თავიდან ავიცილოთ მოლდოვის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ქმედებები“ - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის ე.წ. ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ვიტალი გაბნი ხელძღვანელობდა, ტირასპოლში, (დნესტრიპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქი), ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მოლდოვას დნესტრიპირეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების 25 წლისთავს ეძღვნებოდა.

მოლდოვის ხელისუფლების განცხადებით, დელეგაციის ეს ქმედება მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უთხრის ძირს.

"მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო კავშირშია, საქართველოს იდენტური პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც მიმართულია მათი მეზობელი სახელმწიფოებისა და მოქალაქეების იზოლაციასა და დისკრიმინაციაზე. მოლდოვური მხარის აღნიშნული პროვოკაციული ქმედებები ეეწინააღმდეგება თავისუფალი გადაადგილების საყოველთაო უფლებას " - ნათქვამია სოხუმის ოფიციალური ცნობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42