ოდესის ოლქის გუნერნატორსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს შორის არსებულ უთანხმოებაზე კომენტარი, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ გააკეთა. პოროშენკოს თქმით, სააკაშვილსა და იაცენუკს შორის არავითარი პირადი კონფლიქტი არ არსებობს.
„ეს არის უკმაყოფილების გამოხატვა იმ რეფორმების მიმართ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს უკმაყოფილება აქვს ხალხს, ეს უკმაყოფილება მაქვს მეც, როგორც პრეზიდენტს და მე ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადე უმაღლეს რადაში მიმართვის დროსაც. ეს უკმაყოფილება პრემიერ-მინისტრს და ოდესის გუბერნატორ სააკაშვილსაც აქვთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პირადი კონფლიქტი არ არსებობს. ვითარების გამოსწორების სურვილი აქვს პრემიერსაც და სააკაშვილსაც"- განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, "მე-5 არხთან" ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილმა არსენი იაცენუკი ოლიგარქების ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა და რეფორმების გატარების საკითხში არასაკმარისი მოქმედებისთვის გააკრიტიკა. ოდესის ოლქის გუბერნატორის კრიტიკას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა დ მას ცრუ ბრალდებები უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






