„როცა ძაღლი ალიკაპის გარეშეა და ვინმეს კბენს, უნდა დაისაჯოს ძაღლიც და რაც მთავარია მისი პატრონიც. ამ შემთხვევაში ძაღლებს აძინებენ. ჩვენ შემთხვევაში კი გზავნილის სახით შეგვიძლია საქართველოში გადავაგზავნოთ, რათა იქ დაკბენილი ხალხის გამო პასუხი აგოს, რაც შეეხება პატრონს, ჩვენ ვიცით ვინც არის“- აღნიშნა კოლომოისკიმ.
კოლომოისკის თქმით, სააკაშვილმა თავის სიტყვებზე პასუხი ფულით უნდა აგოს.
„მე ვთვლი, რომ აზრი არ აქვს რამეზე პასუხი მოსთხოვო ნარკომანს, სანამ ის წამალზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო რეაბილიტაციის კურსს არ გაივლის. ჩემი ხაზი გარკვეულია - მე მას სასამართლოში შევხვდები, სადაც ჩემს პატივსა და ღირსებას დავიცავ და მატრიალურ კომპენსაციას მოვითხოვ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ხელფასი 200 ათასი დოლარი აქვს, გადაიხადოს თავისი ხელფასიდან“- აღნიშნა კოლომოისკიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღით ადრე ოდესის ოლქის გუბერნატორმა ერთ-ერთ ტელეარხზე განაცხადა, რომ ოდესაში ავიაბილეთებზე ფასი ხელოვნურად გაზრდილია, ფასებს კი ერთი ოლიგარქი აკონტროლებს. ამ საკითხში კი პრემიერი არსენ იაცენუკი ოლიგარქ კოლომოისკის ინტერესებს იცავს.
„იაცენუკმა გადაწყვტილება კოლომოისკის სასარგებლოდ მიიღო. ის აგრეთვე იღებდა ახმეტოვის და სხვების სასარგებლო გადაწყვეტილებებსაც. ეს ხდება ჩვენს თვალწინ“- განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.
მასალის გამოყენების პირობები






