ამინისტირებულთა სიაში ვერ მოხვედრის გამო სამმა პატიმარმა პირი და თვალები ამოიკერა
სამართალი - 18:43, 06 Mar, 2013     670


რუსთავის #16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამმა პატიმარმა შეწყალების მოთხოვნით დღეს სხვადასხვა დაზიანებები მიიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი პატიმრის დედა ციალა შაკაია ავრცელებს. პატიმარ კახა ხ-ს დედამ განაცხადა, რომ მის შვილს პირი აქვს ამოკერილი.

როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ, რაც მისი შვილის თანამესაკნემ აცნობა, რომ კახა ხ. ავად იყო. პატიმრის დედა დღეს დაწესებულებაში მივიდა და შვილი მოინახულა. მისი განცხადებით, კახა ხ-ს პირი აქვს ამოკერილი, ხოლო მის ორ თანამესაკნეს თვალები .
კახა ხ-სთან ერთად კარცერში მოთავსებულმა კიდევ ორმა პირმა კობა ჩ-მ და დანიელ თ-მ თვალების ამოკერვის შემდეგ ვენებიც გადაიჭრეს.
პატიმრების მოთხოვნა ამინისტირებულთა სიაში მოხვედრაა.

როგორც კახა ხ-ს დედა აღნიშნავს, მისი შვილი სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის იხდის, მას ამნისტია უნდა შეხებოდა, თუმცა, ამნისტირებულთა სიაში არ მოხვდა.

ასევე ვერ მოხვდნენ ამნისტირებულთა სიაში ის ორი პირი, რომლებმაც პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენეს.
.

,,ნიუპოსტმა" ინფრომაციის სიზუსტის გადამოწმება სასჯელაღსრულებისა, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრესსამსახურთან სცადა, ირაკლი კორძაიას განცხადებით პატიმართა თვითდაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
,,მინიმუმ ნახევარი საათი დამჭირდება, რომ გადავამოწმო ეგ ინფორმაცია. ისე კი ამინისტია არ დასრულებულა, 13 მარტს დასრულდება და ვის გამოუშვებენ და ვის არა, ეგ ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ სიამოვნებით გავუღებთ კარს მას ვისაც ბატონი მოსამართლე გამოუშვებს"-განაცხადა კორძაიამ ,,ნიუპოსტთან" საუბრისას.

თუ კახა ხ-ს საქმით შესაბამისი უწყებები არ დაინტერესდებიან, მისი დედა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან შიმშილობის დაწყებას აპირებს.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42