56 წლის ბრიტანელი. სტივენ გოფი, მეტსახელად "შიშველი მაწანწანა", რომელმაც საერთო ჯამში 10 წელი გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, "საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შიშველი გამოჩენის გამო", აპირებს, რომ მსოფლიოს შიშველმა შემოუაროს. ამის შესახებ მან "ბიბისის"-თან ინტერვიუში განაცხადა.
გოფი ციხიდან ბოლოს 30 აგვისტოს გამოვიდა, სადაც მან 30 თვე გაატარა. მიუხედავად არაერთგზის დაპატიმრებისა, სასამართლო განხილვებისა, თუ ფულადფი ჯარიმებისა, სტივენი არ აპირებს უღალატოს თავის პრინციპებს და მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას გეგმავს.
ამჟამად იგი საკუთარ სახლში, ჰემპშირში გაემგზავრა, რათა შვილები მოინახულოს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში გოფი ჩაცმული მოგზაურობს, რადგან, მისი განცხადებით, მას ბავშვები მოენატრა და არ სურს, რომ მათ ნახვას დაპატიმრებამ შეუშალოს ხელი.
მასალის გამოყენების პირობები






