სამართალდამცველებმა 14 წლის დავით ლურსმანაშვილი მშობლებს უვნებლად ჩააბარეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„29 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სამმართველოში 14 წლის მოზარდის, დათო ლ-ს მშობლებისგან შევიდა შეტყობინება მათი შვილის დაკარგვის თაობაზე. პოლიციამ აღნიშნულზე ფაქტზე ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, შეიქმნა სამძებრო საქმე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიმართ. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სამძებრო ღონისძიებები, გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც კავშირი ჰქონდა დაკარგულ არასრულწლოვანთან.
სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკარგული დათო ლ. დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, რუსთავის საქალაქო სამმართველოში ჩაიყვანეს და ხელწერილის საფუძველზე მშობლებს უვნებლად ჩააბარეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






