ღონისძიების მიზანია აფილირებული კომპანიების წარდგენა და მათი უპირატესობების წარმოჩინება რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი სარეკლამო ბაზრის განვითარებისთვის.
"WPP" არის მსოფლიოს უდიდესი მარკენტინგული საკომუნიკაციო ჯგუფი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 162, 000 ადამიანი 110 ქვეყანაში.
2012 წლის Cannes Lions-ის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე WPP უკვე მეორედ დასახელდა როგორც წლის კომპანია.
2012 წლის დეკემბერში, Management Today-ის მიერ WPP-ის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ სორელი დასახელდა ბრიტანეთის ყველაზე წარმატებულ ლიდერად რისთვისაც მას გადაეცა დიდი ბრიტანეთის "Marketing Society’s Outstanding Leadership" ჯილდო.
სარეკლამო სააგენტოები "Pro Media"(აფილირებული MediaCom-თან) და "Spot Media" (აფილირებული Mindshare-თან) საქართველოში 2011 წელს დაარსდა. მათი მომსახურეობის არეალი მოიცავს:
სარეკლამო კამპანიების დაგეგმარებას, რეკლამის განთავსებას, ბიუჯეტირებას და ანგარიშგებას.
გლობალური მედია გიგანტებისაგან MediaCom-ისა და Mindshare-გან მიღებული მხარდაჭერა, ცოდნა და გამოცდილება აფილირებულ სააგენტოებს საშუალებას აძლევს კლიენტების სიაში ჰყავდეთ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო მეგა ბრენდები.
WPP, სარეკლამო სააგენტოების "Pro Media"-სა (აფილირებული MediaCom-თან) და "Spot Media"-ს (აფილირებული Mindshare-თან), მეშვეობით საქართველოს ბაზარს უზიარებს დასავლურ გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტებს მარკეტინგული კომუნიკაციების დანერგვისა და განვითარებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






