„მინდა, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მივმართო. მე მესმის ყველა ემოცია. მესმის მისთვის რთულია. რთულია ყველასთვის . ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ამიტომ ემოციები და უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ მათ აწყობთ, ვინც რეფორმებისა და რეალური ცვლილებების წინააღმდეგია. გარდა ამისა, სრულიად უსარგებლოა ყოფილი პრეზიდენტის ცრუ ბრალდებები. თუმცა, მიუხედავად ამისა მე მისი პირველი მოკავშირე ვარ“ - განაცხადა იაცენუკმა.
უკრაინის პრემიერის განცხადებას მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა.
„ჩემი ემოციურობა არაფერ შუაშია. მე მაქვს კითხვა - რატომ არ აკეთებს პრემიერ-მინისტრი ყველაფერს რეფორმების გასატარებლად? რატომ არ ატარებს დერეგულაციას? რატომ არ ახორციელებს კადრების შეცვლას? როცა დანაკარგმა უკრაინული სახელმწიფო საწარმოების გამო 100 მილიარდ გრინვას გადააჭარბა, რატომ არ ხდება მათი პრივატიზება? პასუხი ნათელია - ეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ოლიგარქებისა და მათი მენეჯერების კონტროლქვეშ არის და მათთვის შემოსავალი მოაქვს. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, ივლისსა და აგვისტოში, ოდესის საბაჟოზე ჩინოვნიკების მიერ ორგანიზებული მაქინაციების გამო ბიუჯეტს 800 მილიონი გრივნის ზარალი მიადგა.
დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმები წარმატებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობ და უკან დახევას არ ვაპირებ. უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, როც ჩვენ დროს ვკარგავთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბოლო დროს, აქტიურად განიხილება მოსაზრება, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე არსენი აიცენუკის სააკაშვილით ჩანაცვლების შესახებ, რასაც ოდესის ოლქის გუბერნატორი კატეგორიულად უარყოფს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






