რამდენიმე დღის წინ, თურქეთის სანაპიროზე გამორიყული სირიელი ბავშვის ფოტო ევროპისკენ მომავალი მიგრანტების რთული გზისა და ხშირშემთხვევაში ფატალური შედეგების სიმბოლო გახდა.
სასიკვდილო მოგზაურობა „ნათელი სამყაროსკენ“ - ფოტოგრაფებმა სხვადასხვა წელს მიგრანტთა სახიფათო მოგზაურობის შემზარავი კადრები აღბეჭდეს, რომლებმაც World Press Photo-ს ჯილდოები მიიღეს.
1. 2004 წელი. აფრიკელი მიგრანტები კანარის კუნძულამდე მიღწევას ცდილობდნენ. დაიღუპა 9 მიგრანტი

2. 2007 წელი. კანარილს კუნძულებზე ტურისტი აფრიკელი მიგრანტი ბიჭის დახმარებას ცდილობს

3. ევროპაში მოხვედრის მსურველი აფრიკელები იმ კედელზე გადასვლას ცდილობენ, რომელიც მათ „ნათელი სამყაროსგან“ ჰყოფს.

4. 2014 წელი. ადენის ყურე. მიგრანტები საკომუნიკაციო სიგნალის დაჭერას ცდილობენ

5. 2014 წელი. იტალია. სირიელი მიგრანტებით გადატვირთული ნავი

6. 2015 წელი. საბერძნეთი. კუნძულ როდოსთან ნავი ჩაიძირა. ბერძნული არმიის სერჟანტი, ანტონის დელიგიორგისი სანაპიროზე ისვენებდა, წყალში გადახტა და 20 მიგრრანტი გადაარჩინა. ერთ-ერთმა გადარჩენილმა, რომელიც ფეხმძიმედ იყო, შვილს სერჟანტის სახელი დაარქვა.

7. საბერძნეთი. ნავის ჩაძირვას გადარჩენილი სირიელი მამა შვილებს ეხუტება.

8. როდესაც მაკედონიამ მიგრანტების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საზღვარი ჩაკეტა.

9. ფოტო ინტერნეტში ერთი კვირის წინ გამოჩნდა. პალესტინელი მიგრანტი, აბდულ ჰალიმ ატარი ლიბიის დედაქალაში ოჯახის სარჩენად კალმებს ყიდის. „თვითერზე“ ატვირთული ფოტოს გავრცელებისთანავე, ატარის ოჯახის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა, რომელმაც უკვე 180 ათასი დოლარის გენერირება მოახდინა. ფონდის მიზანი სირიელი ბავშვების განათლებისთვის თანხების მოზიდვაა.

10. რამდენიმე დღის გავრცელებული შემზარავი ფოტო. 3 წლის სირიელი ბავშვის, აილან კურდი, რომელიც ზღვამ თურქეთის სანაპიროსთან გამორიყა.

მასალის გამოყენების პირობები






