ამის შესახებ „ფეისბუკის“ გვერდზე ავსტრიის კანცლერმა, ვერნენ ფაიმანმა დაწერა.
განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული.
„უნგრეთის საზღვარზე არსებული რთული ვითარების გამო, ავსტრია და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ლტოლვილებს გადაადგილების გაგრძელების უფლება მისცენ“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, გერმანია და ავსტრია უნგრეთის მიერ დუბლინის ხელშეკრულების შესრულებას ელის, რომლის თანახმადაც, ლტოლვილების მიღება ევროკავშირის იმ ქვეყანას ეკისრება, რომელშიც ისინი პირველად შევლენ.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, არალეგალები ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან გერმანიის პრობლემაა და არა ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების. თუმცა, მისივე თქმით, უნგრეთი მიგრანტთა რეგისტრაციას ევროპული წესების თანახმად განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






