მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბორტზე სომალის, სუდანისა და ნიგერიის 140-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. იტალიის სანაპირო დაცვამ 100-მდე მიგრანტის გადარჩენა მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილთა შორის არის ნიგერიელი ქალი, რომელმაც ბავშვი ნავში გააჩინა.
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას ცდილობენ. გასული თვეების განმავლობაში, იტალიის სანაპიროებთან არალეგალების გემების კატასტროფის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შეგახსენებთ, ამ წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია აპრილის ბოლოს დაფიქსირდა. ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 700-მდე ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოახერხეს.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ათიათასობით ადამიანი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ომსა და კონფლიქტებს გაექცა.
მასალის გამოყენების პირობები






