რუსეთში ტაქსის მძოლებმა მგზავრებს გაშიშვლება და სახელზე „ზელიონკის“ წასმა აიძულეს. ეს ყველაფერი კი ფირზე აღბეჭდეს და ინტერნეტში გაავრცელეს.
ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. როგორც აღმოჩნდა, ნიჟნი ტაგილში მძღოლმა 3 მგზავრი დანიშნულების ადგილზე მიიყვანა, სადაც გაირკვა, რომ ისინი გადახდას არ აპირებდნენ. მძღოლმა დასახმარებლად კოლეგას გამოუძახა. ერთ-ერთმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, დარჩენილ 2 ურჩ მგზავრს კი მძღოლებმა „სასამართლო“ მოუწყვეს.
„მსგავსი შემთხვევები ხშირია. ჩვენ ვემსახურებით მათ, გავდივართ კილომეტრებს და ისინი კი არ გვიხდიან. პოლიციასთან მიმართვასაც აზრი არ აქვს, რადგან 10 წუთში უკვე ათავოსუფლებემ. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენებურად დაგვესაჯა მგზავრები“ - გაანცხადა ვიდეოს ავტორმა, ილია მაშენკსიმ.
მისივე თქმით, არანაირ იძულებასა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. განაჩენი მგზავრებმა უპრობლემოდ აღასრულეს. თავად ტაქსის მძღოლები კი დამქირავებელმა კომპანიამ სამსახურიდან გათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






