სკანდალი - „კაზინო აჭარაში“ მოთამაშეებს უკანონოდ უსმენდნენ
სამართალი - 14:29, 04 Sep, 2015     9845

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შპს „კაზინო აჭარას“ მმართველი დირექტორის ვედრან ბაიატის, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვიკტორ ტროიცკის და იურიდიული პირის - შპს „კაზინო აჭარას“ მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, სამორინეს სახელითა და მის სასარგებლოდ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და მოთამაშეთა კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება-ჩაწერის ფაქტზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „კაზინო აჭარა“-ს მმართველი დირექტორი ვედრან ბაიატი, მიუხედავად სამორინეების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვისა, არღვევდა ლიცენზირების პირობებს და სისტემატიურად ახდენდა მოთამაშეებზე ფსონების დასადებად სესხების უკანონოდ გაცემას, რითაც შპს „კაზინო აჭარამ“ 7 თვის განმავლობაში მიიღო 12 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი.

ლიცენზირების პირობების დარღვევით საქმიანობის პარალელურად, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვიკტორ ტროიცკის ორგანიზებით, კაზინოს სათამაშო მაგიდებზე დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურის მეშვეობით, სამორინეს სახელითა და მის სასარგებლოდ, უკანონოდ მიმდინარეობდა მოთამაშეთა კერძო საუბრების მიყურადება, ჩაწერა და სერვერებზე შენახვა, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების, მოთამაშეთა უფლებებისა და ნების სრული იგნორირებით.

ლიცენზირების პირობების დარღვევით საქმიანობის პარალელურად, შპს „კაზინო აჭარა“ სისტემატურად თავს არიდებდა გადასახადების გადახდას. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, შპს „კაზინო აჭარას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 19 269 277 ლარი.

გამოძიება აგრძელებს სამორინეს საქმიანობის შესწავლას, მიღებული შემოსავლების კანონიერების, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტების ირგვლივ.

იურიდიულ პირს შპს „კაზინო აჭარას“ ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით - უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელბისათვის და სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას.

ბრალდებულებს ვიქტორ ტროიცკის და ვედრან ბაიატს დატოვებული აქვთ საქართველოს ტერიტორია და თავს არიდებენ გამოძიებას.

ვედრან ბაიატისთვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღვეთას 1-დან 3 წლამდე, ხოლო ვიქტორ ტროიცკის ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42