„რეფორმების გატარების გადაწყვეტილება არ მიღებულა. ჩვენ გვესმის, რომ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. მაგრამ მე ვერ ვუწოდებ რეფორმებს იმას, რასაც ხელისუფლება ეძახის. არსენი იაცენუკს რეფორმა ტარიფების ზრდა ჰგონია. ამას რეფორმას არ ვეძახი. ეს არის ეკონომიკური კრიზისის შედეგი, იმის შედეგი, რაც ქვეყანაში ხდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრემიერი ოლიგარქების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაშიც დაადანაშაულა.
"ინფრასტრუქტურის მინისტრმა უკრაინის პრემიერს მიმართა, რომ მას იმ ანგარიშისთვის გადაეხედა, სადაც ნაჩვენებია, ტრანსპორტის სამინისტროს ხელმღვანელი, დენის ანტონიუკის მიერ კანონდარღვევა. პრემიერმა კი განხილვაზე უარი განაცხადა. რა ინტერესებიდან გამომდინარე იქცევა იაცენიუკი - კოლომოისკის თუ ასობით მილიონი მგზავრის? გუშინ იაცენიუკმა მიიღო გადაწყვეტილება კოლომოისკის სასარგებლოდ. ეს ჩვენს თვალწიმ ხდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, მან უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის მიერ წარდგენილი 16 კანდიდატიდ, ოდესის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმღვანელების პოსტზე, მთავრობამ მხოლოდ 6 დაამტკიცა.
ოდესის ოლქის გუბერნატორმა კატეგორიულად უარყო ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, პრემიერის პოსტზე არსენი იაცენუკის მისით ჩანაცვლების შესახებ.
„ახლა მთავრობა პარალიზებული და მას ყველა დონეზე განახლება სჭირდება“ - დასძინა სააკაშვილმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






