გამოცემა "თაიმსი" კი სირიულ ტელევიზიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სირიის საჰაერო სივრცეში რუსული მოიერიშეები დაფრინავენ. გავრცელდა ფოტო-ვიდეო მასალაც. გამოცემის თნახმად, სუ 34 და სუ 27 ტიპის თვითმფრინავები იდლიბის პროვინციაში შენიშნეს. სამწუთიან ვიდეოში, მძიმე ტექნიკა - БТР-82А ჩნას, რომელიც მხოლოდ რუსეთის არმიის შემადგენლობაშია. გარდა ამისა, ჩანაწერში რუსული სიტყვებიც ისმის.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმდინარე საჰაერო ოპერაციაში რუსეთის ავიაციაც მონაწილეობს.
თუმცა კრემლში ეს ცნობა კატეგორიულად უარყვეს.
მედიით გავრცელებულ ინფორმაციას შეერთებული შტატების თეთრი სახლი გამოეხმაურა.
„ჩენთვის ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა რუსეთს სირიაში სამხედროები და ტექნიკა გაეგზავნა. ვაშინგტონი ამ მოვლენებს თვალ-ყურს ყურადღებით ადევნებს“ - განცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯოშ ერნესტმა.

მასალის გამოყენების პირობები






