როგორც აღმოჩნდა, ოჯახი სირიიდან ომს გამოექცა და საბერძნეთში ჩასვლას, იქიდან კი კანადაში გადასვლას აპირებდნენ. 3 წლის აილანი 35 წლის დედასთან და 5 წლის ძმასთან ერთად ნავის ამობრუნებას ემსხვერპლნენ. მამა კი მაშველებმა შოკურ მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში მოათავსეს.
„ევრონიუსის“ ცნობით, აბდულა კურდი ცხედრების სამშობლოში გადასვენებას აპირებს.
„ტალღები იმდენად დიდი იყო, რომ ნავის დამორჩილება ვერ შევძელით. შემდეგ ჩემი მეუღლე და შვილები ხელში ავიყვანე და მივხვდი, რომ ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ. ახლა არაფერი მინდა, გარდა ჩემი ოჯახის გვერდით ყოფნისა. მინდა ჩემს შვილებთან და მეუღლესთან დავრჩე, მათ საფლავებთან“ - განაცხადა ბავშვების მამამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა თავშესაფრის მინიჭებისთვის კანადას მიმართა, თუმცა მათ განაცხადზე უარყიფითი პასუხი ივნისში მიიღეს.


მასალის გამოყენების პირობები






