2 სექტემბერს, ხელვაჩაურის მკვიდრ დალი ფარტენაძეს საკუთარ მაღაზიაში, ყელი ქაღალდის საჭრელი დანით, ყელი გამოჭრეს. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულის მეუღლე აჭარის სუს-ის თანამშრომელია.
დამნაშავე პოლიციამ მომხდარიდან ცოტა ხანში დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
რ.დ. ხელვაჩაურის მცხოვრები:
- ამ უბედურებამ მთელი ხელვაჩაური შოკში ჩააგდო, - როგორი საქმეა, ორი შვილის დედას ვიღაც მანიაკმა მისივე დანით ყელი გამოღადრა! მერე როგორ ადამიანს, უსაყვარლესი გოგო იყო დალი, ხალისიანი, სიკეთით სავსე, ულამაზესი... მკვლელმა ახალგაზრდა კაცსაც, რომელიც ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო, რამდენჯერმე დაარტყა დანა სახისა და კისრის არეში, კიდევ კარგი მისთვისაც ყელის გამოჭრა ვერ მოახერხა და კაცი გადარჩა. საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!
მანიაკი ახსენეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია?
- ეს მე ვამბობ ასე, რადგან სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, თორემ არც თუ ისე ურიგო სამსახურში მუშაობდა, - თურქულ კომპანიას დენის ახალი სადენები გაჰყავს და იქ იყო დასაქმებული. თუმცა, როგორც გავიგე, ნასამართლევია, თან ამბობენ, რომ ადრე მიჩვეული იყო გამყიდველებისთვის ფულის შეწერვას. ეს რომ სურსათს ნისიად სთხოვდა, დალიმ მეორე გამყიდველს დაურეკა თურმე, - ასეა საქმე და ნისიად მივცე პროდუქტიო? იმან კი იქიდან უპასუხა, არავითარ შემთხვევაში, მაგას ისედაც ჩვენი ვალი აქვს და ჯერ ის გადაიხადოსო. ამაზე დაიწყო კამათი. ამ დროს მაღაზიაში ჩვენებური კაცი - ალექსანდრე კობალაძე შევიდა და მკვლელ
ის დაწყნარება სცადა. ვინ იფიქრებდა ასეთ რამეს თუ ჩაიდენდა - კაცმა თვალსა და ხელშუა წამოავლო იქვე დადებულ ქაღალდის დანას ხელი და უბედურ ქალს ყელში გამოუსვა. ამ დანით ყვავილების მოსართავ ცელოფანებს ჭრიდნენ, საწყალი იქვე გარდაიცვალა.
მასალა სრულად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






