თურქეთში თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ფაქტებმა მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო
მსოფლიო - 17:26, 03 Sep, 2015     1310
იფექ მედია ჰოლდინგზე განხორციელებული სპეცოპერაცია, მსოფლიო მედიამ “ოპოზიციური პრესის” მიმართ მზარდ ზეწოლად და მიმდინარე მოვლენების ბოლო ეტაპად შეაფასა.

ავსტრიის მაღალტირაჟიანმა გაზეთმა Die Presse-მა, თურქეთში მიმდინარე მოვლენები თავის მკითხველებს სათაურით - "ერდოღანის მედიაზე ნადირობა" გააცნო. „პროკურატურა გიულენის მიმართ სიმპატიის მქონე მედია ორგანიზაციებისა და ჰოლდინგების დარბევით ერდოღანს დახმარებას უწევს," - ნათქვამია გაზეთში. გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ის სტატიაში კი საუბარია იმის თაობაზე, რომ ერდოღანის მთავრობა მათ მიმართ წაყენებული კორუფციის ბრალდებებზე სასამართლოში თავის გამართლების სანაცვლოდ პოლიციასა და სასამართლოზე ნადირობას იწყებს. უცხოურმა მედიამ სპეცოპერაცია ვრცლად გააშუქა და ხაზი გაუსვა იმას, რომ "ბუგუნის"(Bugün) გაზეთში თურქეთიდან ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-სათვის დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნების დღეს მედია ჰოლდინგზე სპეცოპერაცია განხორციელდა.

ბრიტანული პრესა თურქეთში მედიის დარბევას შემდეგი მასალით გამოეხმაურა:

პრესტიჟულმა ბრიტანულმა გაზეთმა, სპეცოპერაცია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "სპეცოპერაცია ერდოღანის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებზე“. გაზეთმა, პოლიციის მიერ კოზა-იფექ ჰოლდინგზე განხორციელებული დარბევა, "1 ნოემბერს განმეორებით ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებების გასაჩუმებლად განხორციელებული სპეცოპერაცია." გაზეთმა Times-მა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ კოზა-იფექ ჰოლდინგში შემავალი მედია ორგანიზაციები, სამართლიანობისა და განვითარების პარტიას (AK Parti) პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ სირიის პოლიტიკის განსაკუთრებით აკრიტიკებდა.

კიდევ ერთი ცნობილი ბრიტანული გაზეთი კი ორი ბრიტანელი ჟურნალისტის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადგანწყობილი ცნობილი "იფექ ჰოლდინგის" ანკარაში არსებულ ოფისებზე სპეცოპერაციის ჩატარებაზე ამახვილებს ყურადღებას. "პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები, „ტერორიზმის“ ბრალდებით დააპატიმრეს" - სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, 1 ნოემბერს ჩასატარებელი არჩევნების წინ თურქეთში პრესის თავისუფლების მიმართ მღელვარება ისევ დღის წესრიგში დადგა.

ავსტრიული გაზეთი წერს: „ ერდოღანს ყველა მედია საშუალების დამორჩილება სურს, პრეზიდენტი ნოემბერში ჩასატარებელი არჩევნების წინ მისთვის მიუღებელ მედია საშუალებებზე ზეწოლას ახდენს." -ნათქვამია გაზეთში.

გერმანიის ყველაზე გავლენიანი ყოველკვირეული გაზეთი Die Zeit-ში "იფექ მედია ჰოლდინგზე" ნათქვამია, რომ: "ოპოზიციური მედია საშუალებები პოლიციამ დაარბია" . Die Zeit-ის შეფასებით, სპეცოპერაციის მიზანი არჩევნების წინ მედია საშუალებების დაშინებაა.

"კოზა-იფექ ჰოლდინგზე" განხორციელებული სპეცოპერაცია სიურპრიზი არ ყოფილა - ასე შეაფასა მოვლენები Tageszeitung-მა. Twitter-ის ფენომენი - ფუატ ავნი დიდი ხნის განმავლობაში წერდა იმის თაობაზე, რომ ერდოღანი ოპოზიციური მედიის გასაჩუმებლად სპეცოპერაციის მოწყობას აპირებდა. TAZ-მა, "ბუგუნის" გაზეთში გამოქვეყნებულ ISIS-ზე საბრძოლო მასალებით გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით სტატიასაც დაუთმო ადგილი.

400 ათას ტირაჟიანი მემარჯვენე ფრანგულმა ჟურნალმა Le Point-მა, სპეცოპერაცია შემდეგი სათაურით შეაფასა - "ერდოღანის რეჟიმის მიერ მედიაზე კიდევ ერთი თავდასხმა". ჟურნალმში ნათქვამია: "პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რეჟიმმა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე თავდასხმით მედიის მიმართ ზეწოლა გაზარდა.“

საბერძნეთის სახელმწიფო სატელევიზიო ERT არხის რადიო 1-მა სპეცოპერაციის გაშუქებას 10 წუთი დაუთმო. ERT არხის შეფასებით ერდოღანის მიზნებიდან ერთ-ერთი შეიძლება არჩევნების გადადებაც იყოს. საბერძნეთის ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა თურქეთში ჩატარებული სპეცოპერაცია მკაცრად გააკრიტიკეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42