როგორც ცნობილია, 17 წლის ბიჭი გოგონას გამო მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს პატარძალი უყვარდა და ქორწილში მის წამოსაყვანად მივიდა.
ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ქორწილში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღით გულმ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასევე არასრულწლოვანია პატარძალიც. როგორც „ნიუპოსტს“ თვითმხილველმა განუცხადა, იგი ოჯახმა ძალდატანებით გაათხოვა.
"მოზარდი კლინიკაში ძმამ ხელში აყვანილი მოიყვანა. უკვე მკვდარი იყო. ძმა შველას ითხოვდა. ღრიალებდა, მიშველეთ ძმა მომიკვდაო. მთელი ფონიჭალა იქ შეიკრიბა. საშინელება ტრიალებდა", - ამბობს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ ფონიჭალაში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ ვალზე დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






