“რატომ უნდა ვიცოდეთ ქართული ღვინის შესახებ? იმიტომ, რომ შესანიშნავია" - ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი გამოცემა Washington Post-ი საქართველოს შესახებ მორიგ სტატიას.
ჟურნალისტი დევიდ მაკლინტრი ქართული ღვინის ტექნოლოგიას გაეცნო.
"ფრანგული, იტალიური და ესპანური ყურძნის ჯიშები კლასიკურ ევროპულად მოიაზრება, მაგრამ ღვინის სამშობლოდ კავკასიის რეგიონი სახელდება, იქ სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს კვეთს, სადაც უძველესი სავაჭრო გზა-მთებს, შავ ზღვას და სპარსეთს ჭრიდა, სადაც არქეოლოგიური კვლევებით ღვინის წარმოების უძველესი ნაშთები დასტურდება. მოდით, ვეწვიოთ ღვინის სამშობლოს, საქართველოს. თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ღვინის შეძენა აშშ-ში შესაძლებელია. ქართული ღვინო შესანიშნავია. ეს ქვეყანა შემოგთავაზებთ ყველაფერს, რაც თანამედროვე ღვინის მოყვარულს აინტერესებს. ადგილობრივი ვაზის ჯიშები სხვაგან თითქმის არ მოიპოვება. ქართველები საუკუნეების განმავლობაში ტრადიციული მეთოდით აყენებენ ღვინოს" - წერს "ვაშინგტონ პოსტი."
სტატიის თანახმად, საქართველოს იმიჯი და პოპულარობა ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიას უკავშირდება. ჟურნალისტი დეტალურად აღწერს "მიწაში ჩამარხული ჭურჭელში" ღვინის დაყენების პროცესს.
"საქართველოში ვაზის დაახლოებით 500 ჯიშია. ღვინის მთავარი კუთხე კახეთია, თუმცა მეღვინეობა მთელ საქართველოშია გავრცელებული.
ქართული ღვინიებიდან აშშ-ში ყველაზე გავრცელებულია “რქაწითელი”, “მწვანე” და “წითელი საფერავი”. ქვევრში დაყენებული წითელი ღვინო შეიძლება ტკბილი იყოს. ის ცივ ტემპერატურაზე ინახება, რა დროსაც ფერმენტაცია ნელდება. ასეთი ტიპის ღვინო ბაზარზე ხელმისაწვდომია. საკმაოდ არომატულია “საფერავი”, თამბაქოს ფოთლებისა და ხილის გემოთი. საფერავი ფრანგულ “Cabernet Franc” ჰგავს.
თუმცა კარგი საფერავი და ქართული ღვინის უმრავლესობა ისეთ რამეს ფლობს, რაც სხვა ღვინოს არ გააჩნია. მისი გემო საუკუნეებს ითვლის, სურნელი კი უძველეს წარმომავლობას” – ნათქვამია სტატიაში.

მასალის გამოყენების პირობები






