“ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე რა მოვლენებია საქართველოსთვის საინტერესო”, - ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულმა მინისტრმა ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი პროდასავალური მიმართულების გარდა აღმოსავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება იქნება.
რატომ გააიგივა საზოგადოების არც თუ ისე ცოტა ნაწილმა მინისტრის განცხადება - ევრაზიულ კონტინენტთან დაკავშირებით, ევრაზიული კავშირის პერსპექტივებთან ამის გარკვევას „ნიუპოსტი“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებლთან სერგი კაპანაძესთან შეეცადა.
- საგარეო საქმეთა მინისტრის ევრაზიულ კონტინენთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ფართო განხილვის თემად იქცა, იყო თუ არა სარისკო კვირიკაშვილის განცხადება იმ თვალკსაზრისით, რომ მოსახლეობამ და პოლიტიკოსთა ნაწილმა ევრაზიული კონტინენტი ევრაზიულ კავშირთან გააიგივა?
- სიმართლე გითხრათ, პირადად მე არ დამრჩა იმის შთაბეჭდილება, რომ ბატონმა კვირიკაშვილმა ევრაზიული კავშირი იგულისხმა. ის აშკარად გულისხმობდა ევრაზიულ კონტინენტს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მინისტრმა იგულისხმა ჩინეთი, ეს ლოგიკურია მისი ყოფილი სამსახურისა და ამ ქვეყანასთან ურთიერთობის გათვალისწინებით. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს თუ რატომ გაიგივდა კონტინენტი კავშირთან ეს სამწუხაროდ ლოგიკურია, რადგან ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობაზე აპელირება თავის დროზე დაიწყო სწორედ ბიძინა ივანიშვილმა, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილ პრემიერს მჭიდრო კავშირი აქვს მოქმედ ხელისუფლებასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ცუდი შედეგი იყო ერთ-ერთ კვლევაში სადაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი პატარა არ გახლდათ, საზოგადოების მხრიდან კვირიკაშვილის განცხადების ევზარიულ კავშირთან გაიგივება გასაკვირი არ არის. ხელისუფლებისა და ყოფილი პრემიერის განცხადებები იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწვრიანება დღის წესრიგში დადგეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში მომრავლდნენ პრო რუსული ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვხედავთ რუსული მესიჯ-ბოქსის მქონე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვთ. მომრავლდნენ მედია საშუალებები, რომლებსაც რუსული იდეოლოგია აერთიანებთ, ამის პარალელურად კი საზოგადოება ვერ ხედავს კონტრზომებს ხელისუფლების მხრიდან ამიტომაც ჩნდება ეჭვი საგარეო ვექტორის შესაძლო ცვლლილებაზე.
- უნდა განიხილოს თუ არა ხელისუფლებამ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება თუ ამით ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურ სიკეთეს მიიღებს?
- ეს საკითხი განხილვასაც არ უნდა დაექვედებაროს, იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ იფიქროს ვინემ საქართველოში მოსახლეობის დადებითი განწყობები, პრორუსული ნოსტალგია არ არსებობს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ემხრობა გქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს და ეს დეკლარირებულია.
- კვირიკაშვილის განცხადებებს დავუბრუნდეთ, რამდენად სწორი მიდგომაა საგარეო საქმეთა მისნიტრის მთავარ ამოცანად მხოლოდ ეკონომიკური ინვესტიციის მოზიდვის დასახვა, საგარეო საქმეთა მინისტობა მარტო ინვესტიციის მოზიდვას ხომ არ გულისხმობს?
- გულრწფელები რომ ვიყოთ, მას არც მხოლოდ ეს მიმართულება არ დაუსახელებია, უბრალოდ ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოჰყო.
ბოლო წლების განმავლობაში, 2008-2012 წლებში აქცენტი ყოველთვის კეთდებოდა, ეკონომიკური დიპლომატია ყოფილიყო პირველ პლანზე, მაგრამ გარდა ეკონომიკური საკითხებისა, სხვა ბევრი პრიორიტეტი არსებობს, მათ შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დეოკუპაცია და ა.შ. მარტო ერთ საკითხზე ყურადღების გამახვილება, ბუნებრივია, არასწორია ...
ჩემი მოსაზრებით, კარგი იქნებოდა, გიორგი კვირიკაშვილს თავის გამოსვლაში ცოტა მეტი აქცენტი გაეკეთებინა დეოკუპაციაზე. მას შემდეგ რაც ევროპული ინტეგრაციასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება.
-როგორი საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება იყოს არადიპლომატი კვირიკაშვილი?
- რამდენად სწორი საკადრო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ამას დრო და კვირიკაშვილის მიერ გაწეული სამუშაოები გვიჩვენებს. ზოგადად პრობლემა ის არის როცა ადამიანი მოდის სამინისტროში, რომელსაც არანაირი დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს. საშიშროება არსებობს არ მოახდინოს ამ ადამიანმა სხვა მიმართულების დაზიანება, მარტო იმიტომ, რომ მარტო ეკონომიკურ მხარეზე აკეთებს აქცენტს. ჩვენი დიპლომატია მარტო ეკონომიკური ურთიერთობები არ არის.
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილს კი კვირიკაშვილის განცხადებაზე „ჩამოყალიბებული“ პოზიცია აქვს.
ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ კვირიკაშვილი თავის განცხადებაში ჩინეთზე საუბრობს და არა ევრაზიულ საბაჟო კავშირზე, რომლის მთავარი დამფუძნებელი რუსეთის ფედერაციაა.
„კვირიკაშვილის განცხადება არაფერ ცუდს არ ნიშნავს და არც მოასწავებს. საგარეო მინისტრი გეგმავს მძლავრ ქვეყნებთან, და მათ შორის ჩინეთთან ვაჭრობა გაიზრდოს ჩინეთის ფაქტორი სერიოზულია, ახალი ბანკი შეიქმნა და მინისტრმა თქვა, რომ ამით დაინტერესებულია, ეს გასაკვირი არ არის.. ჩვენი ქვეყნის საგარეო არჩევანი უკვე განსაზღვრულია. მას არა მინისტრი, არამედ საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს. ქართველმა ხალხმა დიდი ხანია თქვა, რომ დასავლეთი ჩვენი პრიორიტეტია და ამ თვალსაზრისით არანაირი ცვლილება არ იქნება“,- განაცხადა ბერძენიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






