შეტევა ერთ-ერთი ძლიერ მედიაჯგუფზე - არჩევნებამდე 2 თვით ადრე "იფეკ ჰოლდინგი" დაარბიეს
მსოფლიო - 12:01, 02 Sep, 2015     1940
თურქეთში, საპარლამეტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე და ბრიტანელი ჟურნალისტების „ტერორიზმის ბრალდებით“ დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, პოლიციამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ყველაზე დიდი „მტერი“, თავისუფალი მედიის ერთ-ერთი ძლიერი მედია ჯგუფის, Koza Ipek Holding-ის სათაო ოფისი დაარბია.

საინფორმაციო სააგენტო „დოგანის“ ინფორმაციით, ნიღბიანი პოლიციელები ანკარაში ჰოლდინგის 23 ოფისში შეიჭრნენ და ჩხრეკა ჩაატარეს.

ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ოთხი გაზეთი, ორი ტელევიზია ,ჟურნალები და რამდენიმე ბიზნეს კომპანია. კონგლომერატი, ერდოღანის ყოფილ მოკავშირესთან აშშ-ში მოღვაწე სასულიერო პირთან, ფეთჰულაჰ გიულენთან თანამშრომლობს. სახელმწიფო სააგენტო, Anadolu Agency-ის ინფორმაციით, „კოზა იფეკს“ გიულენის „ტერორისტული ორგანიზაციის“ პროპაგანდის გავრცელება და მისი დაფინანსებით საქმიანობაში ედება ბრალი.

„იფეკ ჰოლდინგის“ მედია საშუალებები პრეზიდენტ ერდოღანისა და მისი მთავრობის საქმიანობის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა.

თავისუფალ მედიაზე განხორციული რეიდმა თურქთსა და დასავლეთში დიდი რეზონანსი გამოწვია.

გამოცემა "ბლუმბერგის" ცნობით, ეს ქმედება, ერდოღანის "მოქიშპე" გიულენის წინაღმდეგ 2013 წელს დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაა. 2013 წელს გიულენმა ერდოღანი და მმართველი ელიტა კორუფციაში დაადანაშაულა, რის გამოც მთავრობამ მის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა და მისი მიმდევრებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი.

თურქმა ოპოზიციონერებმა, ჟურნალისტების ნაწილმა და ექსპერტებმა სპეცოპერაციას ობიექტური და თავისუფალი მედიის გაჩუმების მცდელობა უწოდეს.

ჰოლდინგის შვილობილი ჟურნალის, Bugun-ის მთავრმა რედაქტორმა, ერჰან ბასიურთმა განხორციელებული რეიდი დაგმო და მას სამარცხვინო უწოდა.

„პოლიციის ოპერაცია, რომელიც ჩვენს დადუმებას ემსახურება, უკვე დაიწყო. პოლიციამ ჩვენი ოფისი დაარბია. ეს სამარცხვინოა“ - წერს რედაქტორი „თვითერის“ გვერდზე.

ჰოლდინგის დარბევას ბრიტნეთში დაფუძნებული, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგნოზირებისა და ანალიზის კომპანის Verisk Maplecroft-ის ხელმღვანელი, ენტონი სკინერიც გამოეხმაურა.

„ნოემბრის არჩევნების წინ, ერდოღანს კრიტიკული მედიის გაჩუმება სურს. გარდა იმისა, რომ ამგვარი ქმედებები ერდოღანის პიარზე უარყოფითად მოქმედებს, ინვესტორების შეშფოთებასაც იწვევს“ - განაცხადა სკინერმა.

რეიდს წინ უძღვოდა რეიტინგული ჟურნალების 1 სექტემბრის გამოცემები. ერთ-ერთი გავლენიანი ყველდღიური გაზეთის Sözcü-ს პირველი გვერდი მთლიანად ეძღვნებოდა ხელისუფლების კრიტიკასა და პროტესტს „ხელისუფლების ზეწოლის გაზრდასთან“ დაკავშირებით. მეორე პუბლიკაცია „იფეკ ჰოლდინგის“ საკუთრებაში მყოფი Bugün-ის სკანდალური ინფორმაციაა. 1 სექტემბრის ნომერში გაზეთმა ფოტო მტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომლითაც ირწმუნებოდა, რომ იარაღის წარმოება და „ისლამური სახელმწიფოსთის“ ერაყში მიწოდება შეუზღუდავად ხდება.


თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნულ ფაქტზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.











ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42