„სასამართლო პროცესი ბადებს ფუნდამენტურ კითხვებს მიუკერძოებლობისა და ბრალდებების ლეგიტიმურობის შესახებ. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გადახედოს საქმეს ღიად და მიუკერძოებლად არსებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და მედიის თავისუფლების პრინციპების გათვალისწინებით" - ნათქვამია პოლიტიკოსების ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტს ხადიჯა ისმაილოვას შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტს, გადასახადების თავიდან არიდებაში, უკანონო მეწარმეობაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებენ. სასამართლოს სხდომახზე ისმაილოვამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები უსაფუძვლოა და და აზერბაიჯანის ხელისუფლება კანონდარღვევებზე ისაუბრა.
ისმაილოვა, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული, 2015 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.
მასალის გამოყენების პირობები






