„მშობლები მოულოდნელად ავარიაში დამეღუპნენ... მაკოს აღარ აწყობს ჩემთან მეგობრობა“
მყავს (უფრო სწორად, მყავდა) ბავშვობის მეგობარი, რომელიც ყოველთვის უახლოეს ადამიანად მიმაჩნდა და, მეგონა, რომ თვითონაც ასე იყო ჩემ მიმართ. ერთად ავიდგით ფეხი, ერთად გავიზარდეთ, ერთად ვსწავლობდით სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც და მუშაობაც კი ერთად დავიწყეთ. ხუმრობით გვეუბნებოდნენ ახლობლები, როგორ არ გბეზრდებათ ერთმანეთიო, მაგრამ, რომ იტყვიან, მართლაც „ერთ სულ და ერთ ხორც“ ვიყავით. არაფერი გვქონდა ერთმანეთისგან დამალული და დაფარული.
ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ, მაკოს მშობლები ცოტა უბრალო ხალხი იყო, ჩემს მშობლებს კი მთელი თბილისი იცნობდა: მამა ძალიან დიდ თანამდებობაზე მუშაობდა, დედა კი კონსერვატორიის პროფესორი იყო და, შესაბამისად, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ყველა ცდილობდა ჩვენს ოჯახთან ამა თუ იმ გზით დაახლოებას. სამწუხაროდ, იმ „ყველაში“ აღმოჩნდა მაკოც და ამას ძალიან გვიან მივხვდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი საერთო ნაცნობი მაფრთხილებდა ხოლმე – მაგ გოგოს საქციელი არ მომწონსო.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაკომ იმდენი მოახერხა, რომ ცოლად შეართვევინა თავი თბილისში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ოჯახის შვილს, ძალიან ცნობილ ბიჭს, რომელიც ჩვენს ოჯახში გაიცნო (როგორ „მოახერხა“, ეს მეც ჭორის დონეზე გავიგე, ანუ ამ საკითხში მაკო ჩემთან გულწრფელი არ ყოფილა). სხვათა შორის, სანამ ჩემი „უერთგულესი“ მეგობარი განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენდა ლევანის მიმართ, სულ მიძაგებდა ლევანს – „პაკაზუხას“, „მარიაჟსა“ და „ნარცისს“ ეძახდა, ამას კი, როგორც ძალიან გვიან მივხვდი, იმიტომ აკეთებდა, რომ ლევანს მე მოვწონდი. მეც მქონდა რაღაც სიმპათიები და, რომ შემძულებოდა, რას აღარ მიყვებოდა მასზე. ერთ დღეს კი, უცებ აღმოჩნდა, რომ ხელს აწერენ და სამოგზაუროდ მიდიან.
ძალიან მეტკინა გული. იმიტომ არა, რომ თაყვანისმცემელი წამართვა. მე ლევანი არ მიყვარდა, უბრალოდ, მომწონდა და არ ჩამითვლია, რომ მაკო ჩვენ შორის ჩადგა, რადგან ჩვენ მანამდე ერთხელაც არ ვყოფილვართ პაემანზე. მაგრამ, თავისთავად ამ ჩუმჩუმელობამ და ფაქტის წინაშე დაყენებამ, ცოტა არ იყოს, შეარყია მაკოს მიმართ ჩემი სიყვარული.
ლევანის ოჯახი თბილისური ელიტის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ლიდერი იყო და მაკომაც მშვენივრად მოირგო სიტუაცია. ჩვენ თითქმის ისევე განვაგრძობდით ურთიერთობას, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მეგობრობას „გარედან“ არაფერი დასტყობია, გარდა ერთისა: თუ გათხოვებამდე მაკო ყველგან ტრაბახობდა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, გათხოვების შემდეგ ცოტა „შემწყნარებლური“ ტონალობა გაერია მის ტექსტებს, როცა მე მახსენებდა: „ელენე? ჰო, მოდის ხოლმე ჩემთან ხანდახან, როცა მცალია... არ არის ცუდი გოგო... რამდენიმე წელია, ვიცნობ და ძალიან დიდ პატივს ვცემ...“ – ანუ, მიხვდით, არა, განსხვავებას?
მას შემდეგ კი, რაც ჩემი მშობლები მოულოდნელად ავარიაში დაიღუპნენ, მე კი ჯანმრთელობის გამო სამსახურიდან წამოვედი, მაკოს აღარ აწყობს ჩემთან მეგობრობა, აღარც თვითონ მოდის ჩემს დაბადების დღეზე და აღარც თავისაზე მპატიჟებს – მე ხომ მის „დონეს“ ვეღარ შევწვდები. ერთგან ისიც უთქვამს ჩემზე, ახლოს არ ვიცნობ, მხოლოდ გამიგია მისი სახელი და გვარიო.
ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი ასეთი მედროვე და ანგარიშიანი (უფრო სწორად – ანგარებიანი) ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან მეცოდება – ერთხელაც იქნება, კისერს წაიმტვრევს თავის ამბიციებზე და ისევ იმ „გატეხილ ვარცლთან“ დარჩება, თანაც მარტო, რადგან, მე აღარ ვეყოლები გვერდში, რომ იმ „ვარცლს“ გამოვარიდო.
ელენე, 28 წლის.
მასალის გამოყენების პირობები

წყარო: "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა