რევაზ არველაძე მთავარ მიზნად ნაკრების 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანას ისახავს
სპორტი - 19:42, 01 Sep, 2015     1868
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე არჩევის შემთხვევაში მთავარ მიზნად საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გაყვანას ისახავს. დღეს რევაზ არველაძემ სასტუმრო „რედისონში“ საკუთარი სამოქმედო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას არველაძემ მის სამოქმედო პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა ის ასპექტები, რომელთა განვითარებითაც ქართული ფეხბურთის წინსვლა არის შესაძლებელი.

„მე ვარ ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი მწვრთნელი და ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი არის ფეხბურთის წარმატება. წარმატებას მოყავს ბავშვი ფეხბურთზე და წარმატებას მოყავს მაყურებელი სტადიონზე. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და მიზანი არის ის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წელს მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. ამას უნდა ემსახურებოდეს ბავშვთა ფეხბურთი, მასობრივი ფეხბურთი, ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი. მნიშვნელოვანია პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის აღდგენა, ამ ლიგის კომერციალიზაცია, სატელევიზიო უფლებებით აღჭურვა. სახელმწიფოს და ფეხბურთი არ შეიძლება რომ ცალცალკე იყოს განხილული, მაგრამ ჩემი აზრით, იმან რამაც ყველაზე დიდი სიხარული უნდა მოუტანოს ქართულ ფეხბურთს, იმან რამაც ყელაზე მეტი გულშემატკივარი უნდა შესძინოს ქართულ ფეხბურთს, იმან რამაც ბევრი ბავშვი უნდა მიიყვანოს ფეხბურთზე ეს არის წარმატება, ამიტომ ჩვენ ამ განვითარებას ვხედავთ მხოლოდ წარმატების გზით,“-განაცხადა რევაზ არველაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.

ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42