აღნიშნულ განცხადებას, თეთრი სახლის პრეს-მდივანი, ჯოშ ერნესტიც გამოეხმაურა. ერნესტმა ჟურნალისტებს ხუმრობით განუცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება რა სლოგანს ამოქარგავს რეპერი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ქუდზე.
უცნობია, ნამდვილად აპირებს თუ არა რეპერი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას, თუ უბრალოდ პიარის ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ მისი მეუღლე კიმ კარდაშიანი დიდი ხანია პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ცდილობს. ცო ხნის წინ მან ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში გააკრიტიკა და უკმაყოფილება გამოთქვა ფედერალური მთავრობის მუშაობის გამო. ვესტი და მისი მეუღლე, კიმ კარდაშიანი 2015 წელს ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს. გარდა ამისა, ვესტმა ერთ-ერთ ინტერვიუში კიმი აშშ-ის პირველ ლედის შეადარა და განაცხადა, შუძლიათ მათ გლობალურ პოპულარობაში შეეჯიბრონ.
მასალის გამოყენების პირობები






