
მონოლოგის დასაწყისში მან წარსულ შეცდომებზე ისაუბრა: „როდესაც ადამიანები ჩემს ქალიშვილთან ერთად მხედავენ მაღაზიაში თუ სეირნობისას, ისინი ამჩნევენ, რომ არც ისეთი ცუდი ვარ. და მივხვდი, როდესაც გყავს შვილი, უკეთესი ხდები, სცენაზე არ არბიხარ ვინმესთის მიკროფონის გამოსაგლეჯად.“ ( 2009 წლის დაჯილდოებაზე, როდესაც ტეილორ სვიფტმა „ქალი საუკეთესო ვიდეოს“ ნომინაციაში გაიმარჯვა, ვესტმა მას მიკროფონი წაართვა და განაცხადა, რომ ამ პრიზს ბიონსე იმსახურებდა.)

"მე მოვკვდები ხელოვნების გამო. იმის გამო, რისიც მწამს. ეს ხელოვნება ხშირად შეიძლება პოლიტიკურად სწორი არ იყოს. ალბათ ფიქრობთ, რომ სცენაზე გასვლის წინ რამე მოვწიო. დიახ, რაღაც ამდაგვარი იყო. მაგრამ იცით რა მინდა გითხრათ, გადავწყვიტე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა“ - განაცხადა რეპერმა.
ამ განცხადების სერიოზულობა-ხუმრობის შესახებ კენიე ვესტს კომენტარი არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ვესტი და მისი მეუღლე, კიმ კარდაშიანი 2015 წელს ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

წყვილი აშშ_ის პრეზიდენტ, ბარაკ ობამასაც შეხვდა და შეხვედრის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა.

ქეთა მოსიძე
მასალის გამოყენების პირობები






