„გუშინ, ყუმბარის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო, საავადმყოფოში გარდაიცვალა ეროვნული გვარდიის კიდევ ერთი წევრი, დიმიტრი სლასტიკოვი. ძალიან ვწუხვარ“ - წერს ავაკოვი.
სამინისტროს პრესსპიკერი, არტიომ შევჩენკო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაშავებულთა საბოლოო მონაცემებსაც აქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2, დაშავებულია 141 ადამიანი, 131 პოლიციელი და ეროვნული გვარდიის წევრები. 10 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ამასთანავე დაკავებული 18 აქტივისტიდან, 13 გათავისუფლებულია.
კიევში შეტაკება გუშინ მოხდა. დეცენტრალიზაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობისას, დემონსტრანტებმა რადას შენობაში შეჭრა სცადეს. ინციდენტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითთმართველობების, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უფლებასმოსილების გაზრდას გულისხმობს, რადამ დაამტკიცა.
აქციის მონაწილეეები მთავრობას დონბასში სეპარატისტებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






