ბელორუსის მილიციამ ქალაქ მოგილევში ”პეჟო 308”-ის მძღოლი 90 ათასი რუბლით დააჯარიმა. მიზეზი ე.წ გეორგიევსკის ლენტა და მანქანის უკანა მინაზე გაკეთებული წარწერა ”სევასტოპოლი, დონეცკი, ლუგანსკი,ოდესა” გახდა.
ე.წ გეორგიევსკის ლენტიანი ავტომანქანის დაჯარიმება ბელორუსის იმ კანონით მოხდა, რომლის მიხედვითაც იკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა, რომელზეც დატანილია სხვადასხვა სახის წარწერები და გამოსახულებები, კანონით გათვალისწინებული საცნობი ნიშნების , ასევე სარეკლამო წარწერების და ავტომობილის მფლობელი ორგანიზაციის საცნობი ნიშნების გარდა.
ბელორუსის ”გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები მძღოლისთვის უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვდნენ, მათი აზრით მძღოლი მეზობელ ქვეყანაში სეპარატიზმის და ექსტრემიზმის მხარდაჭერისთვის უნდა გაესამართლებინათ.
მასალის გამოყენების პირობები






