„ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი მოსკოვთან ნებისმიერ მოლაპარაკებას. ყოველთვის ვთვლიდი, რომ არ ღირს თანამედროვე ევროპის დამპალ პოლიტიკაზე დაყრდნობა. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მხოლოდ გაერთიანებულ ხალხს შეუძლია დაამარცხოს პუტინი და მისი რუსულ-ტერორისტული ბანდა, მე ჩემი პრინციპები არ შემიცვლია და არც არასოდეს შევიცვლი. მაგრამ ამასთანავე მე დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის სისხლიან დაპირისპირებამდე მიყვანა, მაშინ როცა ჯერ კიდევ არსებობს პოლიტიკური ბერკეტები- ეს იდიოტიზმია და გარე და მტრების თამაშში მონაწილეობა“- დაწერა დმიტრი იაროშმა.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომელიც უკრაინის დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს, ათასობით მომიტინგემ ეს ცვლილება უკრაინის რადასთან გააპროტესტა, მათი თქმით ეს აღმოსავლეთ რეგიონებს დამატებით უფლებებს მიანიჭებს. გავრცლებული ინფორმაციით სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად ასეულობით სამართალდამცავი და მომიტინგე დაშავდა, დაიღუპა ერთი ჯარისკაცი.
მასალის გამოყენების პირობები






