déjà-vu ქართულად და ინგა გრიგოლია
შენი რეპორტაჟი - 16:36, 31 Aug, 2015     7458

ქართულ მედიაბაზარზე ინგა პროფესიონალია და სიმპატია -ანტიპატია ფაქტს ვერ ცვლის, რადგან უფრო „მართალ“ გადაცემას არსებული რეალობის გათვალისწინებით დღეს წარმოდგენილი მედიამაგნატებისა და კონტროლის მთავრობისეული მეთოდოლოგიის პირობებში, ვერავინ აკეთებს.

იყო რაღაც დეტალები, სიუჟეტები რომელიც არ მომწონდა და არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის ობიექტიც. თუმცა, ყველაფერი შედარებითია და ინგა ბალანსის დაცვას ახერხებდა, შოუც რეიტინგული იყო, ხოლო რეიტინგული და დაბალანსებული გადაცემა ჩვენს გარემოში სერიოზული შედეგია.

ხშირად გვსმენია რატომ არ ჩანან ახალი სახეები ეკრანზე რა დროს გრიგოლიააო- ამასთან ინგა არაფერშუაშია, საკუთარი კონკურენტის მოძიებას თვითონ ვერ დაიწყებს და ამაზე მედიამაგნატებმა უნდა იზრუნონ.

როგორც ჩანს მედიამაგნატებს სხვა საზრუნავი აქვთ. ვიღაცეების დავალებით საზოგადოებრივი აზრის მართვას ცდილობენ და მათი სურვილია, საზოგადოება აქციონ მასად, რომელსაც აღარ ექნება ინდივიდუალობის, ორგანიზების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და საკუთარი აზრის მკვეთრი ნიშნები.

პროცესები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ამ კუთხით მიმდინარეობს, შემაშფოთებელია. რადგან ქართველი აუდიტორიის ცნობიერება მთლიანადაა დამოკიდებული ტელევიზიით გავრცელებული და ინტერპრეტირებული ინფორმაციის შინაარსზე.

ჟურნალისტიკის დანიშნულება „უთვალთვალოს" სახელისუფლებო სტრუქტურებს, გულისხმობს სახელმწიფოებრიობის ინტერესების სადარაჯოზე დგომას. თუმცა დღევანდელი ხელისუფლებისთვის ოპონირება და ჟურნალისტის „თვალთვალი“ სიძულვილთან ასოცირდება და მწვავე კითხის დასმის შემთხვევაში სხვადასხვა „იარლიყის“ მიკერების საფუძველი ხდება.

ჩემთვის მთავარი გრიგოლიას დახურვა არდახურვა არ არის, მთავარი ხელისუფლების გავლენაა მედიაზე და მისი კონტროლი.

თუკი ვარდების მთავრობის პირობებში მედიაზე კონტროლი ტელევიზიის დარბევით ხორციელდებოდა დღეს ცოტა პროგრესი განვიცადეთ და ამას ძლიერნი ამქვეყნისანი ერთი ზარის საშუალებით ახერხებენ.

ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე კი საზოგადოებაში საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ მთელ ამ პროცესს მიღმა შეიძლება, პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება, რადგან გრიგოლიას გადაცემების სარედაქციო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო კრიტიკის საგანი, ზოგჯერ – სამართლიანად, ზოგჯერ კი – უსამართლოდ.

მე კიდევ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ვყოფილიყავი გრიგოლიას კრიტიკით კი არ დავკავდებოდი, არამედ დავინტერესდებოდი მთავარი პრობლემით, აი „იმედი“ არველაძემ უმტკივნეულოდ, რომ დააბრუნა მაშინ რა ხდებოდა მედიაში ?

ზედმიწევნითი და პერმანენტული სერიოზულობა თვითშემოქმედებას კლავს.

ზოგჯერ ამჩატება აღმოჩენის წინაპირობაა.

ხოდა დავფიქრდეთ:

იყო პური და სანახაობა ? - იყო, ჰქონდა რეიტინგი ?- ჰქონდა. თუმცა, იმის აღიარებაც კი გვიჭირს, რომ ცხოვრება დიდი საკაცობრიო დეკადანსის პირობებში გვიწევს. ამიტომ ბუნებრივია, რომ მოთხოვნა ღირებულსა და ფასეულზე ვერ იქნება პრიორიტეტი, რადგან ადამიანებს აქვთ დაუძლეველი სწრაფვა და სურვილი ყველა სივრცისაკენ.

აი ყველა სივრცის დახურვა კი, როგორც ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამბობს „ საიდანაც შეიძლება ჭუჭრუტანიდან ოდნავ ჰაერი მაინც შემოიპაროს, არის ჩვეულებრივი დიქტატურა. საზოგადოებას ეს უნდა ესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომელი ჟურნალისტის მიმართ აქვს სიმპატია და რომლის მიმართ არა. სადაც აღარ ჟონავს ინფორმაცია, აღარ არსებობს მოვლენის შეჯამების, შედარების და ფაქტის ანალიზის შანსი, იქ ხელისუფლებას ბოლომდე ეხსნება ხელ-ფეხი, მეტი და მეტი თავნებობა ჩაიდინოს“.

ცუდია რომ ბოროტება სიკეთის ლოზუნგით ცდილობს გზის გაკაფვას, შედეგებზე ჯერ ადრეა საუბარი, რადგან გარდა სავარაუდო ვარიანტებისა კონკრეტული მიზეზები არ ვიცით. რაც ვიცით არის მხოლოდ ის, რომ „სამართლიანობა აღდგა“, გადაცემები იხურება.

პაპუნა შუშანია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42