დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას უყარა კენჭი. ცვლილება ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს. კანონპროექტს 265-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 87 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 11-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
დეპუტატები, რომლებმაც უკრაინის დეცენტრალიზაციას დაუჭირეს მხარი ირწმუნებიან , რომ აღნიშნული კანონპროექტი დონეცკისა და ლუგანსკისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას არ ითვალისწინებს.
აღნიშნული ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ დღეს, უკრაინის რადასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა , რომლის მონაწილეებმაც უკრაინის რადაზე შტურმის განხორციელება სცადეს, ისინი შენობის დამცველ სამართალდამცავებს ქვებს და ჯოხებს ისროდნენ და მათ მიმართ ცრემლსადენგაზს იყენებდნენ.
როგორც უკრიანული მედია იტყობინება აქციის მონაწილეებმა ჯარისკაცებს ყუმბარაც ესროლეს, რომლის აფეთქების შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
უკრაინის ნაციონალური გვარდიის პრესსამსახურის ცნობით დაშავებულია 20-მდე ჯარისკაცი, მათ შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია.
მასალის გამოყენების პირობები






