აშშ-ს მე-6 საზღვაო ფლოტის მეთაურის, ვიცე ადმირალის ჯეიმს ფოგოს განცხადებით Sea Breeze-2015 არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ამერიკამ და მისმა პარტნიორებმა თანამშრომლობა გააღრმავონ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს წვრთნები შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მეზღვაურებს, მფრინავებს და საზღვაო ქვეითებს, რომ გაუზიარონ ინფორმაცია და ცოდნა პარტნიორებს, რაც ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.“- განაცხადა ვიცე ადმირალმა.
სამხედრო წვრთნებში 2.5 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნება აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, შვედეთის, თურქეთის და მოლდოვეთის სამხედროები.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველი მესამე სამხედრო აშშ-ს წარმომადგენელი იქნება, ასევე Sea Breeze-2015-შ - ჩართული იქნება 150 ერთეული სამხედრო ტექნიკა- გემები, წყალქვეშა ნავები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და სხვა მანქანები.
წვრთნის საზღვაო ეტაპის დროს ჩატარდება საზღვაო ბლოკადის დროს საბრძოლოს ქმედებების სიმულაცია. საჰაერო ეტაპის დროს კი სამძებრო სამაშველო ოპერაციის სიმულაცია და სხვა ტაქტიკური მანევრები.
მასალის გამოყენების პირობები






