,,აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანი ჰგავს ნარკომანს. ორივე დაავადებაა და ექვემდებარება მკურნალობას. ავიღოთ მაგალითები, როგორც ევროპიდან, ისე დსთ-ს სივრციდან და ისე მოვიქცეთ, ზოგმა ქვეყანამ ეს ბიზნესი რეგიონებში გადაანაწილა, ზოგმა ქალაქის შემოგარენში. ავიღოთ ყველა მაგალითი, სიმბიოზი გავაკეთოთ და ისეთი მოდელი შევიმუშავოთ, რადგან ერთიანად აკრძალვა შეუძლებელიცაა და გაუმართლებელიც. ანუ სასურველია რეკლამირების მნიშვნელოვნად შემცირება ან ევროპისა და მეზობელი ქვეყნების მაგალითებზე ჰიბრიდული მოდელის შემუშავება და დანერგვა. ამ ბიზნესიდან შენატანი ბიუჯეტში არის 200 მილიონამდე. ვემხრობი ზოგადად რეკლამის შემცირებას გარკვეული დოზით, ხოლო ბიზნესის აკრძალვა არ შეიძლება იმიტომ, რომ დაახლოებით 7 ათასზე მეტი ადამიანი დარჩება უმუშევარი. კარგი იქნება, თუ რეკლამები გავა ისე, როგორც ალკოჰოლზეა მიღებული და ნუ იქნება მითითება, რომ საბავშვო გადაცემას აფინანსებს, მაგალითად, რომელიმე კაზინო, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მოთამაშე მიიზიდოს. მოგეხსენებათ,აზარტული თამაშებს 14-15-16 წლის ახალგაზრდები ეტანებიან, რაც თავისთავად არის უკვე საფრთხე.“_ აცხადებს აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






