,,ლევან გვაზავას ოჯახი გამოძიებას ენდობა და ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს“ - ადვოკატი
სამართალი - 13:40, 30 Aug, 2015     2145
ლევან გვაზავას ადვოკატი დარეჯან გილიგაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას ოჯახის ენდობა და ამ ეტაპზე ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. ამის შესახებ ადვოკატმა ,,ნიუპოსტს“ განუცხადა.

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროკურატურას ალბათ ჰქონდა საფუძველი, რომ ასეთი განცხადება გაევრცელებინა. ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს საფუძველი, რომ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადოს. ჩვენ ვენდობით გამოძიებას. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა და ველოდებით მის პასუხებს, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხებს“.

არსებობს თუ არა ვარაუდი იმისა, რომ მომხდარის შესახებ სხვა ვერსიაც გამოიკვეთოს, ადვოკატი ამბობს, რომ ოჯახისთვის ფაქტიური გარემოებები უცნობია ,,ოჯახმა არ იცის რა მოხდა, ამდენად, ყოველთვის შეიძლება ეჭვი არსებობდეს, თუმცა ჩვენ ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ გამოძიების ვერსიას. გამოძიება მუშაობს კეთილსინდისიერად და არ შეგვიძლია, რომ ეჭვი გამოვთქვათ მათ მუშაობასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ადვოკატმა ,,ნიუპოსტთან".

თბილისის მთავარ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მოგვიანებით საქმე შემდგომი გამოძიებისათვის გადაიგზავნა ქ. თბილისის პროკურატრის საგამოძიებო ნაწილში.

პროკურატურის განცხადებით, გასროლა სავარაუდოდ ლევან გვაზავას იარაღიდან მოხდა, აღნიშნულის შემდეგ ლევან გვაზავამ სავარაუდოდ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება თავის არეში, რის შემდგომაც იგი გადაყვანილ იქნა შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი - საუნივერსიტეტო კლინიკა“-ში.

,,გამოძიების მოცემულ ეტაპზე მოპოვებული მასალებით გამოირიცხა ლევან გვაზავაზე და რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით საჭიროების შემთხვევაში დაზუსტდება კვალიფიკაცია და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რის თაობაზეც ეცნობება საზოგადოებას“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამ დროისთვის ლევან გვაზავას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვის სუნთქვაზე იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42