ახალი მოდელები A9 ტიპის პროცესორითა და გაუმჯობესებული გრაფიკული მონაცემებითაა აღჭურვილი. აპარატი, ასევე, აღჭურვილია 12-მეგაპიქსელიანი მთავარი ფოტოკამერით, რომელსაც 4 000-იანი გაფართოების მქონე ვიდეოკადრების გადაღების საშუალება ექნება. ასევე, გაძლიერებულია დამატებითი კამერის ტექნიკური მონაცემებიც, რომელსაც განათების მხარდაჭერაც ექნება.
„აიფონის“ ახალი მოდელების მთავარი სიახლე კი „ფორს თაჩის“ ფუნქციაა, რომელიც პირველად მიმდინარე წელს „მაქბუქის“ პორტატულ კომპიუტერებში იქნა წარმოდგენილი. „აიფონ“ 6s და 6s+, ტრადიციულ ფერებთან ერთად, მოვარდისფრო- ოქროსფერ ტონალობაში იქნება წარმოდგენილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმაფ iPhone 6s ღირებულება 699 ევროდან 899 ევრომდე, ხოლო iPhone 6s plus-ის 799 ევროდან 999 ევრომდე იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






