NASA მარსის დასალაშქრად ემზადება
მსოფლიო - 15:54, 29 Aug, 2015     1143

NASA-მ მარსზე ადამიანის გაგზავნისათვის მზადების მორიგი ეტაპი დაიწყო. მზადების პროცესი ერთ წელს გასტანს. ასტრონავტები სპეციალურ გუმბათოვან შენობაში იცხოვრებენ, რომელიც დამონტაჟებულია ჰავაის კუნძულებზე მდებარე უდაბურ ვულკანის კრატერთან.

ეს მზადების ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი იქნება. ექსპერტები თვლიან, რომ ადამიანის დაჯდომა მარსზე და იქ დაგეგმილი მისია მინიმუმ 3 წელი მაინც გასტანს, შესაბამისად ასტრონავტები მზად უნდა იყვნენ რთულ პირობებში მუშაობისათვის. გუმბათოვანი ნაგებობა ანალოგიურია მარსის კოსმოსური სადგურისა - იგი 11 მ. დიამეტრისა და 6 მ სიმაღლისაა. აქ არ არის სუფთა ჰაერი, 6 ადამიანისაგან შემდგარი მარსის გუნდი იცხოვრებს ვიწრო ოთახებში, სადაც მხოლოდ საწოლი და პატარა მაგიდაა მოთავსებული. კვების რაციონშია ყველის ფხვნილი და თევზის კონსერვები. ასტრონავტები სადგურის გარეთ სკაფანდრებით იმოძრავებენ. ვულკანის კრატერის ნიადაგი საკმაოდ მიმსგავსებულია მარსის ზედაპირთან. NASA-ს გუნდში შედის სამი ქალბატონი და სამი მამაკაცი: ფრანგი ასტრობიოლოგი, გერმანელი ფიზიკოსი, და ოთხი ამერიკელი - პილოტი, არქიტექტორი, ჟურნალისტი და ნიადაგმცოდნე.

NASA-ს განცხადებით, მთავარი ფაქტორი აქ ადამიანთა შორის ურთიერთობებია, ის სავარაუდო კონფლიქტები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დიდი ხნის განმავლობაში შემოსაზღვრულ ვიწრო სივრცეში მცხოვრებ ადამიანებს შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42