მომხდართან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყების პრესსამსახურმა ჩვენთან საუბრისას განნმარტა, X5-ის მარკის ავტომობილი წესების დარღვევით იყო გაჩერებული, რის გამოც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით, ანუ დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის გამოუწერა ჯარიმა, რის შემდეგაც ავტომობილის მძღოლმა სიტყვიერი შეუაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და ადგილიდან დაიძრა. შსს-ს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციის თანამშროლისთვის შეურაცხყოფის მიყენება დასჯადი ქმედებაა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილის მძღოლს გაჩერებისკენ მოუწოდეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მოთხოვნა არ შესრულდა X5-ის ავტომობილის მიმართ განხორციელდა დევნა. უწყებაში განმარტავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ დევნის პროცესში მოხდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა X5-ის მძღოლი დააკავეს, მას ბრალი ადმინისტაციულ სამართალდარღვეათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით წარედგინა, რაც სამართალდამცველთათვის შეურახყოფის მიყენებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით სასამართლომ გაიზიარა პოლიციელების ჩვენება და X5-ის მძღოლი 500 ლარით დააჯარიმა. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ავარიის გამო 250-ლარის ოდენობით დაჯარიმდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც.
მასალის გამოყენების პირობები






