სულხან ღლონტის თქმით, ბათუმს სტადიონი სჭირდება, ამიტომ ფრაქცია „დემოკრატიული აჭარა“ მისი მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის საკითხს, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მხარს დაუჭერს.
"12 მილიონი, რომელიც სჭირდება სტადიონის მშენებლობას დეკემბერში უკვე ბიუჯეტში იყო დამტკიცებული და სამწუხაროდ მათ მთელი წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს მშენებლობის დაწყება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმს არ აქვს სტადიონი და ქალაქი მას საჭიროებს, ბუნებრივია ჩვენ ამ მიმართვას უყურადღებოდ არ დავტოვებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ხმები არის გადამწყვეტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მივცემთ შანსს ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, რომ ეს თანხა იყოს გამოყოფილი სტადიონის აშენებისთვის. მიმართვას ჩვენ გულისყურით ვეცნობით და ამ საკითხს მხარს დავუჭერთ, რადგან ეს აუცილებელია ქალაქისთვის,“-განაცხადა სულხან ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „დემოკრატიული აჭარა“–ს თავჯდომარეს სულხან ღლონსტს ღია წერილით მიმართა და უმაღლეს საბჭოში სტადიონისთვის თანხის გამოყოფის საკითხში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






