ბათუმის "დინამო" დახმარებას ითხოვს - საფეხბურთო კლუბი ღია წერილს ავრცელებს
სპორტი - 17:32, 28 Aug, 2015     2345

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში მოასპარეზე ბათუმის „დინამომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია
„დემოკრატიული აჭარა“–ს თავჯდომარეს სულხან ღლონსტ ღია წერილით მიმართა. საფეხბურთო კლუბი აჭარის უმაღლესი საბჭოსგან სტადიონის აშენებას ითხოვს, რისთვისაც სულხან ღლონტს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

„აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია
„დემოკრატიული აჭარა“–ს თავჯდომარეს
ბატონ სულხან ღლონტს

ბატონო სულხან,
უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვხატო ჩვენი პატივისცემა თქვენ და თქვენი ფრაქციის წევრებისადმი და აქვე დავსძინო, რომ არაერთხელ მოგვისმენია თქვენი საჯარო გამოსვლა, რომლებშიც ყოველთვის იგრძნობოდა ერთი პათოსი: რომ ჩვენი ქალაქი ყველა ბათუმელის უმთავრესი საზრუნავია!
ეს მცირე შესავალი დაგვჭირდა იმისათვის, რომ გადავიდეთ ძირიდათ პრობლემაზე, ყველა ჩვენთაგანის მთავარ სატკივარზე, მასზე რაც კარგად მოგეხსენებათ: ბათუმს უკვე წლებია არა აქვს სტადიონი.
ბატონებო ეს ის საკითხია, რომელიც ჩემი აზრით აბსოლუტურად ყველა მოქალაქის ცალსახა პოზიციას საჭიროებს: რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სტადიონის მშენებლობა! თუმცა როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი შესაძლებელია ესოდენ სერიოზული თემა გახდეს პოლიტიკური დაპირისპირების საკითხებში გამოწვეული უთანხმოების საგნობრივი მსხვერპლი. ბათუმში გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან სტადიონის მშენებლობის პროცესის დაძვრას. მთავარია უკვე ამის ნება არსებობს, ამასთან კარგად გვაქვს გაცნობირეული ის გარემოება, რომ ზემოთხსენებული პრობლემა მხოლოდ საფეხბურთო სივრცეს არ მოიცავს. სტადიონი დიდი ალბათობით იქცევა ქალაქის განვითარების კატალიზატორად და შეასრულებს ინფრასტრუქტურული წინსვლისთვის აუცილებელ როლს. აქვე შეგახსენებთ თქვენთვის კარგად ნაცნობ ფაქტს: საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმი“-ს გულშემატკივრები წლებია ქობულეთში დადიან თამაშების საყურებლად. გუნდიც შესაბამისად საკუთარი ქალაქის კედლების გარეთ ვარჯიშობს, არადა ენთუზიაზმი, ბათუმისადმი და საკუთრივ ფეხბურთისადმი სიყვარული იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ შედეგმაც არ დააყოვნა: უმაღლეს ლიგაში შარშან გადასულმა ბათუმურმა გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა და აღადგინა ევროპულ სარბიელზე ღირსეულად ასპარეზობის მივიწყებული ტრადიცია.
ზემო აღნიშნული მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ჩვენს ქალაქში ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენასა და მათთვის სათანადო პირობების შექმნასთან. აქვე გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმი“-ს სპორტულ სკოლაში ცხრა ასაკობრივი გუნდი ფუნქციონირებს, საიდანაც სამომავლოდ ძირითადი გუნდი მიიღებს შევსებას.
თუმცა ყველაფერი დარჩება გადაულახავ სიძნელედ თუ ვერ მივაღწევთ სტადიონის მშენებლობის დაწყებას. ამისათვის კი საჭიროდ მიგვაჩნია გვერდზე დროებით გადავდოთ პოლიტიკურ-ტაქტიკური ხედვა და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი ქალაქისათვის სტრატეგიულ პროექტს!
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და გეტყვით, თუ რატომ მოგმართავთ პირადად თქვენ ბატონო სულხან და თქვენს თანაფრაქციელებს, ბატონ თემურ კახიძეს და ბატონ ჯემალ ფუტკარაძეს.
პირველ რიგში იმიტომ, რომ არაერთხელ მოგვისმენია თქვენგან ამ საკითხთან დაკავშირებით ცხადი პოზიცია, რომ ბათუმს უნდა ქონდეს საკუთარი სტადიონი.
ასევე ის, რომ დღეს უმაღლეს საბჭოში არსებული ბალანსი (ჩვენი ინფორმაციით თქვენი ფრაქციის ხმები გადამწყვეტია) და თქვენი ოპოზიციური მდგომარეობა, გვაიძულებს გთხოვოთ არ მოხდეს სტადიონის მშენებლობის შეფერხება.
გულწრფელად გვჯერა თქვენი გულისხმიერების და დარწმუნებულები ვართ გადაწყვეტილების მიღებისას იმოქმედებთ, როგორც ღირსეული ბათუმელი, რომელმაც გამოხატული პოზიციებით არაერთხელ დაუმტკიცა ქალაქს სიყვარული და პატივისცემა.
პატივისცემით "დინამო" ბათუმის დირექტორი ოთარ ფედიჩკინი“- ნათქვამია ბათუმის „დინამოს“ მიერ გავრცელებულ ღია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42