დედამ და ბებიამ გონება დაკარგეს, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვები უმძმესი ტრამვებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როცა შეძრწუნებული მამა, კრისი, კლინიკაში მივიდა, ორივე გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. მშობლებს კეილის გადარჩენის იმედი ჰქონდათ, თუმცა მისი ტრამვები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. ლორა და კრისი რამდენიმე წუთის განმავლობაში შვილის სიკვდილს უყურებდნენ.


ოჯახმა ტკივილი სრულად მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, როცა ბავშვები დაკრძალეს. შვილების გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ წლების განმავლობაში სხვისი ბავშვების სიცილი, თამაში და გართობა მათ უმძიმეს ტანჯვას აყენებდა.
მშობლებმა თვითმკვლელობის სურვილი ერთად დაძლიეს. ამ სულიერ გამარჯვებასთან ერთად ბავშვების ყოლის სურვილიც გაუჩნდათ. მათ გაიკეთეს ხელოვნური განაყოფიერება, რის შემდეგაც სამი ტყუპი შეეძინათ. ისევ ორი გოგო და ერთი ბიჭი - ეშლი, ელი და ჯეიკი. მართალია ოჯახს ერთი შვილის გაჩენა სურდა, თუმცა როცა განაყოფიერებული უჯრედები ნახეს, მიხვდნენ, რომ ეს ერთგვარი ნიშანი იყო. ,,ისინი ვერასდროს შეგვიცვლიან კეილს, ემას და კეტის, მაგრამ ჩვენს ოჯახში კვლავ სიხარულია. მათ კვლავ შეავსეს ჩვენი გული სიყვარულით და ბედნიერებით“.

მასალის გამოყენების პირობები






