ენდი პარკერის თქმით, ხელისუფლებამ უზუსტობები უნდა აღმოფხვრას და უზრუნველყოს, რომ იარაღი ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანების ხელში არ მოხვდეს.
"ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ეს ჩვენთვის და სხვა ადამიანებისთვის, იმისათვის რომ სხვამაც არ დაკარგოს თავისი ადამი და ელისონი" - განაცხადა ენდი პარკერმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გუშინწინ მოხდა, მაშინ როდესაც პირდაპირ ეთერში 24 წლის ჟურნალისტი ელისონ პარკერი და27 წლის ოპერატორი, ადამ ვარდი ინტერვიუს წერდნენ.
სამხრეთ დასავლეთ ვირჯინიის ქალაქ როანოკში მდებარე ტელეკომპანია WDBJ7-ის ჟურნალისტი და ოპერატორი ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, აფროამერიკელმა ვესტერ ლი ფლანაგანმა, პირდაპირ ეთერში მოკლა. მოგვიანებით ფლაგანმა დანაშაული აღიარა და თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურიდან არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაათავისუფლეს. "ეიბისი ნიუსსის" ცნობით, მათ მკვლელისგან წერილი მიიღეს, სადაც აცხადებდა, რომ მკვლელობის მიზეზი ჟურნალისტების მიერ გაკეთებული რასისტული განცხადებები გახდა. მისივე თქმით, ის თავადაც არაერთხელ გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი მისი კანის ფერისა და სექსუალური ორიენტაციის გამო. ფლანგანის თქმითვე, ჟურნალისტის და ოპერატორის მკვლელობით შური იძია 17 ივნისს, ჩარლსტონის აფროამერიკულ ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის გამო, რომლის დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






