,,დაინტერესებული მხარეების განცხადებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და ტოვებდა ორაზროვან შთაბეჭდილებას, რაც გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საბაბი.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის მიხედვით ერთ–ერთ ყველაზე დაბალანსებულ მაუწყებლად ჩამოყალიბდა. არხის ხელმძღვანელობის მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება და განვითარება. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მისასალმებელია სამეთვალყურეო საბჭოს მხრიდან დროული რეაგირება და არხის კრიზისიდან გამოყვანის მცდელობა. თუმცა, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნისას აუცილებელია, რომ სამეთვალყურეო საბჭომ გაითვალისწინოს კანდიდატების სამოქმედო გეგმა, პროფესიული გამოცდილება და პიროვნული თვისებები.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი არხის პოლიტიკის გამჭვირვალეობა და საინფორმაციო ველის დაბალანსება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ამ არხის დისკრედიტაციამ და ნდობის ხარისხის დაწევამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს სავალალო შედეგები._ ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც ხელს აწერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპულ დემოკრატიული ცენტრის”თავმჯდომარე ლევან გაბრიჩიძე.
მასალის გამოყენების პირობები






