ნიდერლანდების ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭო საბოლოო მოხსენებას უკრაინაში მალაიზიური ბოინგის კატრასტროფის მიზეზების თაობაზე 13 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. მანამ კი მოხსენების შინაარსს დაღუპულ მგზავრთა ოჯახის წევრებს დახურულ შეხვედრაზე გააცნობენ.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე განიცადა, რის შედეგად 298 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი გარდაიცვალა.
დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ლაინერი პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო. რუსი ექსპერტის გამოძიების თანახმად, კი იმ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო ნასროლი.
გასულ თვეს, ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ, ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა და უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საერთაშორისო ტრიბუნალის მოწვევის ინიციატივით მიმართეს, რათა ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პირი პასუხისგებაში მიეცეს, რასაც რუსეთმა ვეტო დაადო.
მასალის გამოყენების პირობები






