კიკოსის ხატი წმინდა მოციქული ლუკას მიერ არის დაწერილი. ჯერ კიდევ დედა ღვთისმშობლის სიცოცხლეშივე. იგი მოციქულმა ეგვიპტელი ქრისტიანებისთვის შეასრულა.
ხატმებრძოლობის დროს, VIII-IX საუკუნეებში, ეს დიდი სიწმინდე ეგვიპტელებმა ბიზანტიაში გადააგზავნეს, რათა განდაგურებისგან დაეცვათ. თუმცა, კონსტანტინოპოლამდე ხატს არ ჩაუღწევია, გზად ხომალდი სარკნოზმა მეკობრეებმა იგდეს ხელთ. ღვთის განგებით, ისინი არ დაინტერესებულან ხატით - რომ ენახათ იგი, აუცილებლად გაანადგურებდნენ, რადგან ისლამი კრძალავს ადამიანის გამოსახვას.
მოგვიანებით, 980 წელს არაბი მეკობრეები ბერძნებთან შეტაკებისას დამარცდნენ და ამგვარად ხატი კონსტანტინოპოლში მოხვდა. ამ დროისთვის ხატმებრძოლობა უკვე შეწყვეტილი იყო და ხატს აღარაფერი ემუქრებოდა.
ხატის ისტორიის მომდევნო ეტაპი უკვე იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ხატი კვიპროსზე მოხვდა. იგი ინახებოდა იმპერატორ ალექსი კომნენოსთან, რომელიც მეფობდა 1082-1118 წლებში. დედა ღვთისმშობელი მას ძილში გამოეცხადა და უბრძანა, მისი ხატი კვიპროსზე ერთ-ერთ მთაზე მიებრძანებინა, სადაც ამჟამად კიკოსის მონასტერია აღმართული. იმ პერიოდში, იმავე თხოვნით, იმპერატორს მიმართა კუნძულ კვიპროსის მმართველმა მანუილ ვუტომიტმა. იმ მათზე იმხანად მოღვაწეობდა განდგომილი ბერი ისაია, რომელსაც დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ წმინდა ხატი მასთან უნდა მიბრძანებულიყო.
ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, იმპერატორ ალექსისთვის ისეთი ძვირფასი იყო ეს ხატი, რომ იგი ვერ ეუგებოდა იმ აზრს, რომ მას ნებისმიერი ადამიანი შეავლებდა თვალს და ამიტომ ბრძანება გასცა, ხატისთვის საფარველი დაემზადებინათ. თუმცა, ეს მხოლოდ ლეგენდაა. სინამდბილეში ასეთი ტრადიცია ბიზანტიაში უკვე იმპერატორ ალექსიმდეც არსებობდა. დიდ სიწმინდეს საგანგებო საფარველს უკეთებდნენ. მაგალითისთვის, ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწულთმოქმედი ხატიც გარვეული პერიოდის განმავლობაში კონსტანსტინოპოლში ასევე დაფარული იყო საფარველით. გადმოცემით ცნობილია, რომ პარასკევის მწუხრის ლოცვაზე ეს საფარველი სასწაულებრივად იწეოდა და კვირის მწუხრამდე მორწმუნეებს შეეძლოთ ეხილათ დედა ღვთისმშობლის სახე. სწორედ ამ სასწაულს უკავშრდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული.
მაგრამ კიკოსის ღვთისმშობლის სახის დანახვა დღემდე არ შეიძლება. ეს თავად დედა ღვღისმშობლის ნებაა, რადგან ვინც ამ საფარველს შეეხო, ყველა მკაცრად დაისაჯა. ისტორიიდან ცნობილი ფაქტია, რომ 1669 წელს ალექსანდრიის პატრიარქი გაკადნიერდა და კიკოსის ღვთისმშობლის ხატს საფარველი ახადა. ამ ქმედებისთანავე პატრიარქს თვალის ჩინი წაერთვა. მხედველობა მას მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც თავისი კადნიერება ცრემლით მოინანია. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი სიწმინდე ჩვენი მზერისთვის დაფარულია ჩვენივე უსაფრთხოებისათვის.
ხატს საფარველს 3-4 წელიწადში ერთხელ უცვლიან ისე, რომ მის სახე არ აშიშვლებენ.
კიკოსის ყოვლადწმინდა ღვითისმშობლის ხატს ტაძრიდან, უდიდესი მოკრძალებით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოაბრძანებენ ხოლმე. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, დიდი გვალვის ან სხვა განსაცდელის დროს და ზეციური დედოფალი ყოველთვის მფარველობს კვიპროსელებს და უსრულებს თხოვნა-ვედრებას.
კვიპროსზე არსებობს კიკოსის ღვთისმშობლის მრავალრიცხოვანი ასლი, რომლებიც თარიღდება XII, XIII, XVI და XVIII საუკუნეებით. ძნელი სათქმელია, როგორ შესრულდა ეს ასლები, თუკი ხატის სახე დაფარულია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ხატი იხილეს ერთ-ერთი ხანძრის დროს.
შემონახულია საინტერესო ისტორიული წყაროები, რომელიც მოგვითხორბს კიკოსის ღვთისმშობლის სასწაულის შესახებ. ამ წყაროში მოცემულია ხატის აღწერა და მისი სასწაული.
წყაროს თანახმად, დედა ღვთისმშობელი გამოსახულია საყდარზე მჯდომი, მას ხელთ უპყრია ჩვილი იესო ქრისტე, რომელიც გვაკურთხებს ორივე ხელით.
წყაროს თანახმად, როდესაც განსაცდელის დროს კვიპროსელები ხატს ევედრებონენ და შემდეგ ტაძრიდან გამოაბრძანებდნენ ხოლმე, მუდამ სასწაული აღესრულებოდა. თუკი დედა ღვთისა სათხოვარს აღასრულებდა, იგი ტაძრიდან თავადვე გამობრძანდებოდა, ჰაერში აღემართებოდა, ხოლო ხატზე ოფლის წვეთები მოედინოებოდა. მაგრამ თუკი დედა ღვთისა თხოვნაზე უარს ამბობდა, მაშინ მას ადგილიდან ვერ ძრავდნენ და იგი ცრემლად იღვრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები