დაცვის მხარის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ განაცხადა, რომ სოსანაშვილის მომხდართან არავითარი კავშირი არ გააჩნია.
„მოტივი, რითაც ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ მან აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა იმ მოტივით, რომ მისთვის საპატივცემულო პიროვნებები შეიძლება აღმოჩენილიყვნენ ბრალდებულის სკამზე, არის აბსურდული“, - განაცხადა ჯოგლიძემ.
საქმის პროკურორი ლეან ბიჩინაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს, მოწმეების ჩვენებით კიდევ უფრო მეტად გამყარდა გია სოსანაშვილის ბრალეულობა.
„დღეს დაიკითხენ მოწმეები, მათ შორის სოსო რობაქიძე და ლაშა ჩხარტიშვილი, რომლებმაც ისაუბრეს იური ვაზაგაშვილის მოღვაწეობაზე, ასევე, იმ ვერსიაზე, რომ მისი მკვლელობა დაკავშირებულია საზოგადოებრივ საქმიანობასთან.
ჩვენებების შემდეგ იკვეთება ბრალდებულ გია სოსანაშვილის ბრალეულობა იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე“, - განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






