„ბიბისის“ ინფორმაციით, პარალელურად, 10 სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა.
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას ცდილობენ. გასული თვეების განმავლობაში, იტალიის სანაპიროებთან არალეგალების გემების კატასტროფის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შეგახსენებთ, ამ წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია აპრილის ბოლოს დაფიქსირდა. ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 700-მდე ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოახერხეს.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ათიათასობით ადამიანი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ომსა და კონფლიქტებს გაექცა.
გაერო-ს მონაცემებით, საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მცდელობისას, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 3 000-მდე მიგრანტი დაიხრჩო. ევროკავშირმა ადამიანთა არალეგალურად გადაყვანის აღსაკვეთად სამხედრო საზღვაო ოპერაციის დაწყება და პატრულირების გადაწყვეტილება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






