,,მოამბის’’ ჟურნალისტთა ნაწილი, არხზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას ავრცელებს
საზოგადოება - 18:02, 05 Mar, 2013     1288


,,მოამბის" ჟურნალისტთა ნაწილი არხზე ჩაურევლობის თხოვნით მიმართავენ პოლიტიკოსებს და ამასთან, თავშეკავებისკენ მოუწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისულფებას ღიად მოუწოდებენ არხზე სიტუაციის ,,დალაგებისკენ".

 


,,ნიუპოსტი" გთავაზობთ ,,მოამბის" ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ მიმართვას:


ჩვენ, როგორც ,,მოამბის" ჟურნალისტებს თხოვნა გვაქვს პოლიტიკოსებთან, გასაგებია მაღალი ინტერესი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, ისიც გვესმის, რომ შესაძლოა, ყველას გულწრფელად სურდეს, ეს არხი უკეთესი იყოს, - ეს ჩვენც გვინდა, თან გულწრფელად! ახლა, როცა ყველა ცდილობს, მომხდარს და ჯერ არ დასრულებულ პროცესს განსხვავებული ინტერპრეტაცია და შეფასება მისცეს, ვფიქრობ, რომ საუკეთესო გზა ჩაურევლობა იქნება. განსაკუთრებით პოლიტიკოსების ჩარევას ვგულისხმობთ. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ნებისმიერი სახის ღია, ან ირიბი პოზიცია, შესაძლოა, აღქმული იყოს ჩარევად.


ჩვენ, როგორც "მოამბის" ჟურნალისტებს გვინდა, რომ საზოგადოებამ საინფორმაციო გამოშვების ეთერიდან მოისმინოს ობიექტური ინფორმაცია. გვინდა, სიუჟეტის მომზადების პროცესში არ ჩაერიოს რომელიმე პოლიტიკური მხარე, ან თუნდაც რომელიმე პოლიტიკურად მიკერძოებული რესპოდენტი.


ასევე ვთხოვთ თავშეკავებას იმ ადამიანებს, ვინც ღიად მოუწოდებს ხელისუფლებას არხზე სიტუაციის "დალაგებისკენ". ჩვენ მზად ვარ, პასუხისმგებლობა ავიღოთ საზოგადოების წინაშე "მოამბეში" გასულ ყველა ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტზე და ბალანსზე ამ სიუჟეტებში", - ნათქვამია ელისო ჯარიაშვილი, ქეთევან ბოჯგუას, ქეთევან ქარდავას და მარიამ ცარელაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42