პოლიციამ შეიძლება ხალხის მასიური აყვანა დაიწყოს - გაზეთი „ქართული სიტყვა“
სამართალი - 01:46, 27 Aug, 2015     10719
„საქართველოში მასიური პოლიტიკური ტერორი დაიწყო - რამდენიმე კვირაა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პოტენციურ კრიმინალად გამოცხადდა“ - წერს გაზეთი „ქართული სიტყვა“.

როგორც ცნობილია, ცვლილებების თანახმად, სანადირო თოფის უკანონოდ ფლობა დანაშაულად ითვლება და ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ასეთ ცვლილებას არ ეთანხმება ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი. გამოცემასთან საუბრისასა მან განაცხადა, რომ ამ ქმედებით სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობაზე ტერორს ახდენს.

„236-ე მუხლი ასეთი ფრაზით იწყებოდა: „ცეცხლსასროლი იარაღი...“ და ასე შემდეგ. ახლა კი ასე იწყება: „სანადირო თოფის, ან ცეცხლსასროლი იარაღის“ და შემდეგ მოდის მუხლის დისპოზიცია. გადაჭრილი სანადირო თოფის უკანონოდ ფლობა ყოველთვის ისჯებოდა, მაგრამ აქამდე სანადირო თოფის ქონა დასჯადი არ ყოფილა“.

ადვოკატის თქმით, რაიონებში, სადაც სოფლებში მთიდან გარეული ცხოველები ხშირად ჩადიან და პირუტყვს იტაცებენ, ხალხს თავდაცვის უფლება აქვთ და თავდაცვის ერთ-ერთი სახე სწორედ სანადირო თოფია. ის, ვისაც სანადირო თოფი გაფორმებული არ ჰქონდა, ადმინისტრაციული გადაცდომად ითვლებოდა.

„ამაზე ადამიანს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ მოსთხოვდნენ. ასეთი კატეგორიის ადამიანს დამნაშავე არ ერქვა. ახლა კი, დამნაშავე ქვია“.

ცირა ჯავახიშვილი განმარტავს, რომ გაფორმებული სანადირო თოფის შემთხვევაში, იარაღი აყვანილია აღრიცხვაზე, ბალისტიკურად შემოწმებულია და მფლობელსაც აქვს სათანადო ნებართვა.


„მაგრამ, როცა სანადირო თოფს საქართველოს მოსახლების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით იღებს და ეს მემკვიდრეობა რამდენიმე თაობას ეხება, საქმე რთულდება“.

ადვოკატის განცხადებით, ყველა სახელმწიფოსთვის სასურველია, რომ სანადირო თოფი აღრიცხვაზე იყოს.

„მაგრამნ ასე უცებ მოსახლეობა ფაქტის წინაშე დააყენო, კრიმინალად გამოაცხადო, შინ შეუვარდე და სტრესი მიაღებინო, ნორმალურად არ მიმაჩნია. უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა ოჯახში პოტენციური პატიმარია“.

ცირა ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ პოლიციამ შეიძლება ხალხის მასიური აყვანა დაიწყოს.

„კანონში არ წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია მოსასხლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე იფიქროს, მარამ თუ სახელმწიფო ხარ და შენი მოსახლეობის ინტერესებს იცავ, ეს უნდა გააკეთო“ - განაცხადა ადვოკატმა.



გაზეთი ”ქართული სიტყვა”

წყარო mediamall.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42